1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ერთი კვირა რომ არ ილაპარაკოთ “ნაციონალურ მოძრაობაზე”, “ნაციონალურ მოძრაობა” გაქრება”- გოგა ხაინდრავა
“ერთი კვირა რომ არ ილაპარაკოთ “ნაციონალურ მოძრაობაზე”, “ნაციონალურ მოძრაობა” გაქრება”- გოგა ხაინდრავა

“ერთი კვირა რომ არ ილაპარაკოთ “ნაციონალურ მოძრაობაზე”, “ნაციონალურ მოძრაობა” გაქრება”- გოგა ხაინდრავა

262
0

იმიტომ მოგიწოდებთ თქვენც და არაერთხელ მაქვს ნათქვამი – ერთი კვირა რომ არ ილაპარაკოთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, „ნაციონალურ მოძრაობა“ გაქრება. სხვა პარტიებზე უკვე აღარ ვსაუბრობ, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ხაინდრავამ ისაუბრა, თუ რა ფუნქცია აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრ, დავით კეზერაშვილს. კითხვაზე, თუ კეზერაშვილი არის დაკვეთა, რას ელიან მისგან, ხაინდრავამ განაცხადა, რომ არაფერს.

„მისგან არაფერს არ ელიან. მას ეუბნებიან, ფული ვის მისცეს და ის აფინანსებს. თუ ფიქრობთ, რომ მას მოსწონს ამ ფულის ხარჯვა, ისე გამოიყენებს თავისთვის, როგორც დაგიბარებია. რასაც ეუბნებიან, იმას აკეთებს. გგონიათ, კეზერაშვილი ვერ ხედავს, რომ „ტვ პირველი“ და „მთავარი“ არის აბსოლუტურად ჩავარდნილი, როგორც ტვ პროექტი. რომ არა ის ფული, რომელიც იქიდან გაუთავებლად მიდის, თავს როგორ შეინახავს?! ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, თუნდაც „ლელო“ და სხვა პარტიები“, – განაცხადა ხაინდრავამ.