1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჯო ბაიდენმა ვარშავაში ვიზიტისას, ზეწოლა მოახდინა ბალტიისპირეთის ლიდერებზე- The Wall Street Journal
ჯო ბაიდენმა ვარშავაში ვიზიტისას, ზეწოლა მოახდინა ბალტიისპირეთის ლიდერებზე- The Wall Street Journal

ჯო ბაიდენმა ვარშავაში ვიზიტისას, ზეწოლა მოახდინა ბალტიისპირეთის ლიდერებზე- The Wall Street Journal

182
0

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში ვიზიტის დროს ზეწოლა მოახდინა ბალტიისპირეთის ლიდერებზე მათი ხშირი მოწოდებების გამო, რომ რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ საკუთარ დიპლომატიურ წყაროზე დაყრნობით ავრცელებს.

 

გამოცემის თანახმად, ბაიდენის მოქმედებამ ოფიციალურ პირებს ეჭვები გაუჩინა იმის თაობაზე, მიაჩნია თუ არა ვაშინგტონს რუსეთის დამარცხება რეალურ მიზნად.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობის ტვირთი, შესაძლოა, დიპლომატიაზე გადავიდეს მას შემდეგ, რაც უკრაინა ამ გაზაფხულზე და ზაფხულში კონტრშეტევის შედეგად წარმატებას მიაღწევს.

ამერიკული გამოცემის თანახმად, უკრაინის აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს შორის არის სიფრთხილე, რომ დასავლეთის მთავარი დედაქალაქების კოორდინირებული ქმედებები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებებისკენ წაიყვანს.