1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

348
0

ვერძი

გუნდური მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა – პრობლემების მოგვარებას და სასურველი შედეგების მიღწევას თანამოაზრეებთან ერთად უფრო ადვილად შეძლებთ. იგივე ეხება თქვენს პირად ცხოვრებას. ეცადეთ, ამ დღეს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. შესაძლოა, ახალი გატაცება გამოგიჩნდეთ.

კურო

საქმის საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენზე და თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და წარმატებაზე იფიქროთ, რომელიც გზის ბოლოს გელით. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანს თქვენი რჩევა დაეხმარება, ამიტომ იმედი არ უნდა გაუცრუოთ. გახსოვდეთ, რომ უსაქმურობა თქვენს კეთილდღეობაზე ცუდად აისახება.

ტყუპები

ამ დღეს ყველაზე კარგად იმ საქმეს გაუმკლავდებით, რომელიც ახლებურ დამოკიდებულებას და კრეატიულობას მოითხოვს. მშვენიერი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად. უსმინეთ შინაგან ხმას, რომელიც სასარგებლო რჩევას მოგცემთ. ზოგიერთ ტყუპს საინტერესო ადამიანთან შეხვედრა და თავბრუდამხვევი სასიყვარულო თავგადასავალი ელის.

კირჩხიბი

ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ რთული ფინანსური თუ ქონებრივი პრობლემა მოაგვაროთ, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. მოულოდნელად აღმოჩენილი ფინანსური წყაროდან შესაძლოა, დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ. ეცადეთ სიტუაციას სხვა კუთხიდან შეხედოთ და ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ.

ლომი

საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. შეგიძლიათ ახლობელი ადამიანების იმედი გქონდეთ, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში გაგიგებენ და დაგეხმარებიან. მათთან ერთად შეგიძლიათ ყველაზე რთული თემა განიხილოთ და სასარგებლო რჩევები მიიღოთ. ეს დღე საშუალებას გაძლევთ ახალი, რთული საქმე დაიწყოთ და გუნდის ლიდერი გახდეთ.

ქალწული

დღის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული და უსიამოვნო იქნება. მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ძალიან გაღელვებთ, ნელა და დიდი შეფერხებებით მიმდინარეობს. შუადღის შემდეგ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება და დახმარების მსურველ ადამიანებს აღმოაჩენთ. ფინანსურ და ქონებრივ საკითხებში დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების მოგვარებისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის. თავდაჯერებისა და სწრაფი მოქმედების წყალობით მიზნის მიღწევას და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას შეძლებთ. ოჯახური პრობლემა სასწრაფოდ მოქმედებას მოითხოვს, ამიტომ შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

მორიელი

ამ დღეს გარშემომყოფებთან ურთიერთობა და საერთო ენის პოვნა გიჭირთ. უთანხმოების გამო ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებთ. გირჩევთ, ოპონენტების არგუმენტებს ყურადღებით მოუსმინოთ და წვრილმანების გამო არ გაღიზიანდეთ. სრულფასოვანი დასვენება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

დროა, ახლობელი ადამიანების პრობლემებით დაინტერესდეთ და სირთულეების დაძლევაში დაეხმაროთ. თქვენი სიკეთე შეუმჩნეველი არ დარჩება და ოდესმე ათმაგად დაგიბრუნდებათ. პატარა მოგზაურობა ურთიერთობების განვითარებაში დაგეხმარებათ. გაჩნდება ახალი ცოდნის მიღების შანსი.

თხის რქა

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თქვენი განწყობა საქმიანი და სერიოზულია, რაც რთული პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ. დღის განმავლობაში რამდენიმე სასიამოვნო სიახლე გელით. ძველ მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ. გამონახეთ დრო ოჯახის წევრებთან საუბრისთვის და ერთობლივი გეგმა შეადგინეთ.

მერწყული

გინდათ, რომ პროექტი წარმატებული და ნაყოფიერი გამოვიდეს? მაშინ ეცადეთ, გუნდის წევრებად გამოცდილი და აქტიური ადამიანები შეარჩიოთ. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას – წვეულებებმა და მხიარულმა კამპანიებმა თქვენს დასვენებას ხელი არ უნდა შეუშალონ.

თევზები

პლანეტების განლაგება წარმატებულ და ნაყოფიერ დღეს გპირდებათ. განვითარებული ინტუიცია მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში და თანამოაზრეების პოვნაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ მლიქვნელ ადამიანებს – ისინი თქვენით მანიპულირებას ცდილობენ. ფინანსური საკითხების მოგვარებას თქვენთვის მოგებიანი პირობებით შეძლებთ.