1. Home
  2. სხვა
  3. ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა
0

ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა

145
0

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევშია.  ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ექსკლუზიურ კადრებს უკრაინული მედია ავრცელებს.

ჯო ბაიდენმა, საჰაერო განგაშის ხმების ფონზე უკრაინის გარდაცვლილ მცველებს პატივი მიაგო.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ჯო ბაიდენი უკრაინის მეზობელ პოლონეთში ვიზიტს და პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრას გეგმავდა. ამერიკის პირველი პირის კიევში ჩასვლა არ დასტურდებოდა.

დღეს უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებოდნენ, თუმცა მისი ვინაობა არ დააკონკრეტეს.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში დილიდან გადაიკეტა ქუჩები, რკინიგზა, ასევე ამერიკის საელჩოს ტერიტორია.