1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა

311
0

ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, – ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი” ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის ირანიდან პირდაპირი თავდასხმისთვის და ამ თავდასხმას უპასუხებს.

„ბოლო წლებისა და განსაკუთრებით, ბოლო კვირების განმავლობაში, ისრაელის მოქალაქეები, ისრაელი ემზადებოდა ირანიდან შესაძლო პირდაპირი თავდასხმისთვის. ჩვენი თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვისთვის, ასევე შეტევისთვის. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ისრაელის თავდაცვის ძალები ძლიერია, ისრაელის საზოგადოება ძლიერია”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.