1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ანტალიაში, საბაგიროზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ანტალიაში, საბაგიროზე ავარიის შედეგად  ერთი ადამიანი დაიღუპა

ანტალიაში, საბაგიროზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

102
0

თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში საბაგიროზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ინციდენტის დროს საბაგიროს ბევრი ტურისტი სტუმრობდა. ავარიის შემდეგ სამაშველო სამსახურებმა საბაგირო გზიდან 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

გავრცელებული ცნობით, ჯერ დაუდგენელი მიზეზებით საბაგირო გზის ერთი ბოძი წაიქცა, რის გამოც, ერთი კაბინა მოწყდა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი.

ადგილზე იმყოფებიან მაშველები, პოლიცია, სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სამსახურების წარმომადგენლები. მობილიზებულია შვიდი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი.

სულ საბაგირო გზაზე გაჩერებულია 16 კაბინა. მოქალაქეთა ევაკუაციის პროცესი გრძელდება.