20 მაისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში  უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში […]

თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს

  6 ივლისიდან, თიბისი ბანკის საცალო ბიზნესის მიმართულებას სანდრო რთველაძე უხელმძღვანელებს, რომელიც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას დაიკავებს (ეროვნული ბანკის დასტურის შესაბამისად). სანდრო რთველაძე გუნდს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილებით უერთდება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს თიბისის სტრატეგიულ მიმართულებას – საცალო ბიზნესის მართვას და ხელს შეუწყობს უფრო ძლიერი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნას. სანდრო თიბისის შემოუერთდა ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს […]

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, პანკისის ხეობაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

Editor Dali
0
კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასულ ღამეს პანკისის ხეობის სოფლებში – ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები გაერთიანდნენ ტერორისტული […]

PSP კორეული ბრენდმა “COSRX” Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა

Editor Dali
0
COSRX კორეული თავის მოვლისა და კოსმეტიკური პროდუქტების მწარმოებელი ლიდერი ბრენდია, რომლის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია PSP-ა. ბრენდის ყოველთვიურ საინფორმაციო ბიულეტენში აღნიშნულია: „ჩვენ ვაღიარეთ EMEA-ს რეგიონის პარტნიორები, რომლებმაც სხვადასხვა კატეგორიაში განსაკუთრებული მიღწევები აჩვენეს. კრეატიულობის, თავდადებისა და პირველი კვარტლის განმავლობაში გამორჩეული მარკეტინგული ძალისხმევის წყალობით, PSP შეირჩა ჩვენს პირველი კვარტლის საუკეთესო მარკეტინგულ პარტნიორად“. წლებია, კომპანია საქართველოში საუკეთესო კორეული […]

ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს. წერილს უცვლელად გთავაზობთ: „როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა, ქვეყანა, სადაც ადამიანის ღირსება, ჰუმანიზმი, თავისუფლება და ეროვნული თვითმყოფადობა არა დეკლარირებული პრინციპები, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული, სისხლხორცეული ღირებულებებია. […]

კირ სტარმერი – წასვლას არ ვაპირებ, მკაფიოდ ვგრძნობ, რომ ვალდებული ვარ, ვემსახურო ხალხს, ვინც ამირჩია

Editor Dali
0
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს. ჟურნალისტებთან საუბრისას სტარმერმა უარყო ვარაუდები, თითქოს მისი პრემიერობა დასასრულს უახლოვდება. „არ ვაპირებ წასვლას. ძალიან მკაფიოდ ვგრძნობ, რომ ვალდებული ვარ, ვემსახურო იმ ხალხს, ვინც ამ თანამდებობაზე ამირჩია. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. მე მთლიანად კონცენტრირებული ვარ იმაზე, რასაც ჩემს პასუხისმგებლობად […]