1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს მიმართავს
135
0

რეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც პრეზიდენტმა პოლონეთში, ქალაქ ოსვენციმში, წმინდა გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

„ის, რაც დღეს ჩანს – ერთმანეთის მოძულე ერი“ სად ჩანს ეს, ოსვენციმში? რატომ აიგივებთ გადაგვარებულ, რევანშით შეპყრობილ სექტანტებს ქართველ ერთან, ქალბატონო პრეზიდენტო? სხვა არაფერი მოგაგონდათ ჩვენს ერზე იქ მყოფს, მხოლოდ სიძულვილი?“, – წერს გოგა ხაინდრავა.

სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გრიგოლ ფერაძე ქართველებს აძლევს რწმენას, რომ არ არიან ერთმანეთის მოძულე ერი, მათში სხვა შესაძლებლობები და ღირსებებია და ამ ღირსებებს უნდა დაუბრუნდნენ.