1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით, 25 პირი დააკავეს
გერმანიაში  სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით, 25 პირი დააკავეს

გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით, 25 პირი დააკავეს

277
0

გერმანელმა სამართალდამცველებმა მთავრობის დამხობის ბრალდებით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რეიდების დროს, 25 პირი დააკავეს.

 დაკავებულებს შორის არიან ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები და ყოფილი სამხედრო ფიგურები.

 

გერმანული მედიის ინფორმაციით, შეთქმულების მონაწილეები გერმანიის პარლამენტის შენობაში შეჭრას და ხელისუფლების ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ. გეგმის ნაწილი იყო 71 წლის პრინც ჰაინრიხ XIII-ის ხელისუფლებაში მოყვანა.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა რეიდები გერმანიის  11 სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს.   დაკავებულთა შორის იყო ორი სავარაუდო ლიდერი.

 

დაკავებულებს შორის არიან ექსტრემისტული დაჯგუფება ექსტრემისტული მოძრაობის Reichsbürger (რაიხის მოქალაქეები) წევრები, რომლებიც ძალადობრივი თავდასხმებისა და რასისტული შეთქმულების თეორიების გამო დიდი ხანია, რაც გერმანიის პოლიციის ყურადღების ქვეშ არიან.  

როგორც  მედია  წერს „რაიხის მოქალაქეების“ წევრებ ი გერმანიის მოქმედ მთავრობას არ აღიარებს. მათ ამჟამინდელი რესპუბლიკის 1871 წლის გერმანული მოდელით შექმნილი ახალი სახელმწიფოთი ჩანაცვლება სურთ.

ამ დაჯგუფების ნაწილი დაახლოებით 50 ადამიანი იყო, რომლებიც გეგმავდნენ რესპუბლიკის დამხობას და მის შეცვლას 1871 წლის გერმანიის მოდელზე შექმნილი ახალი სახელმწიფოთი. 
 
“ჩვენ ჯერ არ გვაქვს ამ ჯგუფის სახელი”, – თქვა ფედერალური პროკურატურის სპიკერმა.