1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პარამეტრებიდან გამომდინარე, მისი რეანიმაციაში გადაყვანა საჭირო არ არის”-“ვივამედის” კლინიკური დირექტორი
“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პარამეტრებიდან გამომდინარე, მისი რეანიმაციაში გადაყვანა საჭირო არ არის”-“ვივამედის” კლინიკური დირექტორი

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პარამეტრებიდან გამომდინარე, მისი რეანიმაციაში გადაყვანა საჭირო არ არის”-“ვივამედის” კლინიკური დირექტორი

443
0

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში არ იმყოფება.

მისი თქმით,  სააკაშვილის ჯანმრთელობის პარამეტრები არ არის შესაბამისი რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად.

„პაციენტი არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან მისი პარამეტრები არ შეესაბამება იმას, რომ გადაყვანილი იყოს რეანიმაციულ განყოფილებაში. არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება კვებას, ამაზე ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს პაციენტთან საუბარი. იცით, რომ პაციენტი 50 დღე შიმშილობდა, ეს აისახა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რაც შეეხება ზონდით კვებას, აქ იძულებით კვებაზე არ არის საუბარი, თუ ადამიანს, ნებისმიერ პაციენტს აქვს გულისრევა, ღებინების შეგრძნება საკვების მიღების პროცესში, ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრალური ზონდი პაციენტთანვე შეთანხმებით და არა იძულებითი წესით“, – განაცხადა ჩხაიძემ.