1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ან ბიძინას საქართველო, ან ქართველი ხალხის საქართველო, მესამე გზა არ არსებობს!” – მამუკა ხაზარაძე
“ან ბიძინას საქართველო, ან ქართველი ხალხის საქართველო, მესამე გზა არ არსებობს!” – მამუკა ხაზარაძე

“ან ბიძინას საქართველო, ან ქართველი ხალხის საქართველო, მესამე გზა არ არსებობს!” – მამუკა ხაზარაძე

283
0

ან ბიძინას საქართველო, ან ქართველი ხალხის საქართველო, მესამე გზა არ არსებობს! -აცხადებს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. „ლელოს“ ლიდერი ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეკომენდაციებს ეხმაურება.
 
„უნდა თუ არა ბიძინას ევროკავშირი? როგორ შეიძლება გინდოდეს იქ, სადაც დასანქცირებას გიპირებენ? უნდა თუ არა ქართველ ხალხს ევროკავშირი? დიახ, 85% უნდა! დასკვნა: ან ბიძინას საქართველო, ან ქართველი ხალხის საქართველო. მესამე გზა არ არსებობს!“ -წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქში“.
 
, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს. ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ მიენიჭოს, რაც ქვეყანა რიგ პრიორიტეტებს მოაგვარებს.
 
ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველომ ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა და დეოლიგარქიზაციის ვალდებულება უნდა შეასრულოს.