
ერეკლე გაგნიძე: სამებაში 9 აპრილის გმირების პარაკლისზე მისვლა ტიტუშკობაა და მემორიალთან LGBT დროშის გაშლა ეროვნულობა?! აუცილებლად დამთავრდებით ამ მარაზმის ნორმად შემოსაღების გამო
„ეს ჩემი მეგობარი და ღირსეული ახალგაზრდა კაცია, თუმცა ერეკლე გაგნიძე ნაღდად არაა, ასე ავრცელებთ დაუზუსტებელ და ყალბ ინფორმაციას ყოველდღე და ადამიანებს ტალახს ცხებთ. მოდი, საქმეს გაგიადვილებთ მავნებლებო, მეც ვიყავი სამებაში, პარაკლისზე დასწრება როდის აქეთ გახდა ტიტუშკობა?!“ – წერს „ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ერეკლე გაგნიძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც ის ე.წ. ტიტუშკად მოიხსენიეს.
გაგნიძე აღნიშნავს, რომ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ფოტოზე არა ის, არამედ მისი მეგობარია მონიშნული.
მისივე თქმით, პარაკლისზე დასწრება როდის აქეთ გახდა ტიტუშკობა?!
„ეს ჩემი მეგობარი და ღირსეული ახალგაზრდა კაცია, თუმცა ერეკლე გაგნიძე ნაღდად არაა, იმიტომ რომ ერეკლე გაგნიძე მე ვარ, ესე ავრცელებთ დაუზუსტებელ და ყალბ ინფორმაციას ყოველდღე და ადამიანებს ტალახს ცხებთ.
კი, ვიცი, რომ მგლის თავზე სახარების წაკითხვას ჰგავს, თუმცა კვლავ შევეცდები ამ ნაძირალების სახე კარგად დაგანახოთ:
მოდი, საქმეს გაგიადვილებთ, მავნებლებო, მეც ვიყავი სამებაში, პარაკლისზე დასწრება როდის აქეთ გახდა ტიტუშკობა?!
ქართველი ერის მოძულე, უსამშობლო ნაძირალათა ბრბო ხართ! დღეს ეს მემორიალთან კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, როცა გმირების მშობლები ადგილზე არ მიუშვით.
სამებაში 9 აპრილის გმირების პარაკლისზე მისვლა ტიტუშკობაა და მემორიალთან LGBT დროშის გაშლა ეროვნულობა?! აუცილებლად დამთავრდებით ამ მარაზმის ნორმად შემოსაღების გამო“, – წერს ერეკლე გაგნიძე სოციალურ ქსელში.