1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჩემთვის გასაგებია, რაზე იქნებოდა საუბარი – მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა”- ყაველაშვილი ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრაზე
“ჩემთვის გასაგებია, რაზე იქნებოდა საუბარი – მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა”- ყაველაშვილი  ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრაზე

“ჩემთვის გასაგებია, რაზე იქნებოდა საუბარი – მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა”- ყაველაშვილი ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრაზე

386
0

ჩემთვის კელი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის თემა საიდუმლოს აღარ წარმოადგენს და დარწმუნებული ვარ საზოგადოება ადეკვატურად შეხვდებოდა ამ პასუხს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„ჩემთვის და ალბათ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვისაც, ამ წერილის შინაარსით და ალბათ იმ ბოლო ფრაზითაც, რომელიც ეხებოდა კელი დაგნათიან შეხვედრის დადასტურებას, თარიღიც მოყვანილია – 21 მარტი, გასაგები გახდა თუ რაზე იქნებოდა იქ საუბარი. ჩემთვის პრინციპში ეს უკვე საიდუმლოს არ წარმოადგენს და დარწმუნებული ვარ საზოგადოება ადეკვატურად შეხვდებოდა ამ პასუხს. როცა კელი დეგნანს ეს კითხვა დავუსვი, აქ იყო საუბარი ომის შემდეგ თუ იყო შეხვედრა და პირდაპირ პასუხს ქალბატონი ელჩი გაექცა. რიგითი პოლიტიკოსები გამუდმებით აანონსებდნენ, რომ ვიღაც თავს ესხმის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ პატივისცემას ჩვენი ურთიერთობების, იმ საქმეების, რასაც აშშ და ევროკავშირი საქართველოში ახორციელებენ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კელი დეგნანთან მისი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.