1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდეც მივედით – გიორგი გახარია ივანიშვილის განცხადებაზე
პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდეც მივედით – გიორგი გახარია ივანიშვილის განცხადებაზე

პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდეც მივედით – გიორგი გახარია ივანიშვილის განცხადებაზე

561
0

“საკუთარი პერსონალური ინტერესებით ქვეყნის მომავლის ვაჭრობამდეც მივედით, ასე იმსხვრევა მითები”- ასე აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას

„ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, საიდან სადამდე. სამწუხაროა ეს ყველაფერი. საკუთარ პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდეც მივედით და ასე იმსხვრევა მითები“, – აცხადებს გიორგი გახარია.

 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. იგი ადასტურებს, რომ მასა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის “დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა”.

 

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

 

მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული.

 

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია.