ბორის ჯონსონი შესაძლოა ნატოს გენერალური მდივანი გახდეს – The Telegraph
334
0
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც თანამდებობას მალე დატოვებს, შესაძლოა, ნატო-ს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს, – ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც ჯონსონი პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დარჩეს მაღალი თანამდებობის გარეშე, განსაკუთრებით უკრაინის მიმართ მისი ძლიერი მხარდაჭერის ფონზე, რომელმაც აჩვენა პოლიტიკოსის ძლიერი ლიდერული თვისებები.
The Telegraph-ის მიხედვით, ჯონსონის წარდგენას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე კანდიდატად მხარს უჭერენ თავდაცვის კომიტეტის წევრები რიჩარდ დრაქსი და მარკ ფრანსუა.
ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას ამჟამად იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. ის ამ თანამდებობაზე 2014 წელს დაინიშნა 5 წლის ვადით, თუმცა 2019 წელს მანდატი 2022 წლის ოქტომბრამდე გაუგრძელდა.
24 მარტს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომის გამო, ნატოს წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ სტოლტენბერგი თანამდებობაზე 2023 წლის 30 სექტემბრამდე დარჩება.