1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

174
0

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძის ხელმძღვანელობით, დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

როგორც სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, პროცესზე მოწმის სახით ორი ექსპერტი – მარიამ ჯიშკარიანი და გოლდ სმიტი დაიკითხებიან. დაცვის მხარე ასევე დააყენებს შუამდგომლობას სასჯელის მოხსნის ან გადავადების თაობაზე.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმატით წარიმართება სასამართლო პროცესი. როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, მოსამართლე გიორგი არევაძემ პენიტენციურ სამსახურს პატიმრის დისტანციურად ჩართვის რეკომენდაცია უკვე მისცა.