კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში, რაც არის დემოკრატიის პრინციპის უხეში ხელყოფა და ეს არის ვენის კონვენციის პრინციპების უხეში ხელყოფა, ამას სჭირდება რეაგირება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საგარეო სამინისტროში ელჩების დაბარებას შეეხებოდა. მისივე თქმით, ელჩების დაბარება არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა და ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ რომ ისინი […]
საქართველო არის უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის დემოკრატიის და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ათი თავით მაღლა დგას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, როგორც ადამიანის უფლებების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით. „არ მინდა შევიდე პოლემიკაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ის არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, შესაბამისად, როგორი […]
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში, სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. კოლეგებს შორის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და სერბეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო დინამიურ ხასიათს […]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, რუბიომ ლავროვს გაუმეორა მოწოდება, მოსკოვის მიერ ომის მდგრადი მოგვარებისკენ არსებითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე. “სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება მკვლელობების შეწყვეტის შესახებ და […]
დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსის რეპუტაცია. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს მისი განცხადებები და TruthSocial-ზე გამოქვეყნებული პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამერიკის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკა რუსეთის მიმართ სრულიად შეიცვალა. ტრამპმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, უნდა ჩამოაგდოს თუ არა ნატომ რუსული თვითმფრინავები, რომლებიც ალიანსის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს არღვევენ. ტრამპის პოსტი TruthSocial-ზე სავსეა […]
ძალიან სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ ცდილობს კონკრეტული ელჩი, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩი, გააღვივოს რადიკალიზმი, პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკავშირის ელჩის მხრიდან მედიის კითხვების დაწუნებასა და აქტივისტ ანანო ცინცაბაძესთან მის თანამშრომლობას ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში. „ესეც ის […]
იმ განცხადებით, რომ თუ რამე ძალაუფლებას მიიღებენ, ქალაქის კოლაფსს მოაწყობენ, პირდაპირ დაადასტურეს, რომ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გარედან დაწერილი ერთიანი გეგმა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი კუპრაძისა და ალეკო ელისაშვილი განცხადების შესახებ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თბილისის პარალიზებას გეგმავენ. მან ამგვარად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, აქვთ თუ არა ერთიანი მიზნები „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ […]
ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ამ დღეს აქვს ღრმა ეროვნული და სიმბოლური დატვირთვა – დღეს, ვხსნით ჩვენი გამორჩეული მეფის, ერეკლე მეორის ძეგლს, საუბარი ზედმეტია იმაზე, თუ რამხელა წვლილი აქვს შეტანილი ერეკლე მეორეს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერეკლე მეორის ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ერეკლე მეორე […]
დღეს ჩვენი თბილისისთვის ისტორიული დღეა – დედაქალაქს ამაყად უბრუნდება საქართველოს ბოლო დიდი მეფის, ერეკლე მეორის დიდი ხნით დაგვიანებული ძეგლი, რომელიც სათანადო ადგილს დაიკავებს ჩვენი ქალაქის მიერ პატივდადებული ისტორიული გმირების პანთეონში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ერეკლე მეორის ძეგლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერეკლე მეფის დაბადებიდან სამი საუკუნის განმავლობაში ყველა […]
თეორიულად შანსი არ არსებობს, მაგრამ ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, რომ თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის და ირაკლი კუპრაძის განცხადებები, „რომელთაგან ერთი კუპრაძის მერობის შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტის სამსახურების […]