აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან. ჟურნალისტის კითხვაზე – როგორ ფიქრობთ, ნატოს წევრმა ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან? – აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: დიახ, ვფიქრობ.
რევოლუციის ვერანაირი სცენარი ვერ გათამაშდება. ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ პროვოკაციის მოწყობით რაიმე მიზანს მიაღწევენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა და 4 ოქტომბრისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადებას გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, პროვოკაციაში არავინ უნდა ჩაერთოს. „კიდევ ერთხელ მინდა, ის ადამიანები გავაფრთხილო, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ვინც შეიძლება პროვოკაციაში ჩართონ. კანონის […]
ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი, მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში და 4 ოქტომბერს ყველას შესაბამის პასუხს გასცემს ამომრჩეველი, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ „გამარჯვების შემდეგ, მუნიციპალური სამსახურების გაფიცვის ორგანიზება დაიწყება“. როგორც კალაძემ მედიასთან განაცხადა, წარმოუდგენელია, მერობისთვის იბრძოდე და მუნიციპალიტეტის მუშაობის შეჩერება გინდოდეს. „წარმოუდგენელია ადამიანები იბრძოდნენ მერობისთვის და იდეა ჰქონდეთ ის, […]
საერთაშორისო მასმედიაში აქტიურად განიხილება პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების საკითხი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ. როგორც ცნობილია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 1947 წელს მიიღო გადაწყვეტილება პალესტინის – ახლო აღმოსავლეთში, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე ისტორიული მხარის ტერიტორიის ორად გაყოფის თაობაზე – არაბულ და ებრაულ სახელმწიფოებს შორის. ქალაქი იერუსალიმი კი, როგორც არაბებისა და ებრაელებისათვის წმინდა ადგილი, საერთაშორისო კონტროლის […]
ჭორაობაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ვახტანგ გომელაურს დღეს არავითარი ფუნქცია არ აქვს პოლიტიკურ გუნდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვახტანგ გომელაურის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გომელაური არ არის ჩართული არც პოლიტიკური გუნდის და არც ხელისუფლების საქმიანობაში. „როგორც მოგეხსენებათ, მან მიიღო გადაწყვეტილება გუნდის დატოვების თაობაზე, შესაბამისად, არავითარი […]
დამხობა თავის თავში მოიცავს ძალადობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი დემონსტრაცია, რომელიც შეუძლიათ თავისუფლად ჩაატარონ ნებისმიერ დღეს, ნებისმიერი რაოდენობის მოქალაქეებმა, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას. „ისინი ამბობენ, რომ ეს ერთხელ უკვე გააკეთეს ვარდების რევოლუციის დროს. მათ ჰგონიათ, რომ ვარდების რევოლუცია კანონდარღვევის გარეშე მოხდა. პარლამენტში რომ შემოიჭრა […]
დიპლომატს იმიტომ ჰქვია დიპლომატი, რომ დიპლომატიის ფარგლებში უნდა დარჩნენ, ისინი უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა მოქმედი პირი და აქტორი შიდა პოლიტიკაში. ამიტომ სრულად მისასალმებელია პრეზიდენტ მაკრონის დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომ „საფრანგეთში აშშ-ის ელჩის, ჩარლზ კუშნერის კრიტიკა საფრანგეთის […]
აბსოლუტური სკანდალია, რა ევროპაზე შეიძლება, ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს. გაცხადებული მიზანი აქვთ ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა და ამის მიმართ იჩენენ მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, „ვინც ექსტრემიზმს უჭერს მხარს, ის ტერორიზმს მოიმკის საკუთარ ქვეყანაში“. […]
„ქართული ოცნება“ როდესაც მოსახლეობას საქართველოს მასშტაბით ხვდება, ვისმენთ პრობლემებს და ვიგეგმებით ამ პრობლემების გადასაჭრელად, რადიკალური ოპოზიცია, როგორც წინა წელს, ისე ამ არჩევნების წინაც, დადის სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია, წინა წლის მსგავსად, გარე პატრონებისგან იღებს ინტრუქციებს, როგორ მოიქცეს არჩევნებამდე და არჩევნების […]
„ქვეყნის განვითარებას აფერხებს ოპოზიციის არარსებობა. ეს ქუჩაში მოწანწალე ბრბო ოპოზიცია არ არის და, მადლობა ღმერთს, არანაირი რეპუტაციული რესურსი არ გააჩნია, რომ სერიოზული სახალხო მღელვარება გამოიწვიოს“- აცხადებს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია. საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ჯორჯიან თაიმსი“ ჯონდი ბაღათურიას ესაუბრა. როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას? თქვენი აზრით, რა არის […]