მთავარი ამოცანაა, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. ოპოზიცია თუ პროდასავლურია, პროცესს ხელი უნდა შეუწყოს. ეს ხალხი ბრიუსელში დადიოდა და იხვეწებოდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია არ მიენიჭოსო. ალბათ, ახლა ამერიკას ეხვეწებიან, სტრატეგიული პარტნიორობა არ აღადგინოთო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. შარმანაშვილს აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტსა და ოპოზიციის შეფასებებზე დაუსვეს კითხვა. […]
საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა „სამძიმარს უცხადებს ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური […]
ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოს დატოვება სახმელეთო გზით – ეგვიპტის ან იორდანიის გავლით. „საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, გთხოვთ, გაეცნოთ ისრაელის სახელმწიფოს რეკომენდაციებს: ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ისრაელის საჰაერო სივრცე დახურულია. ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოს დატოვება […]
ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას უტყუარად მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების ერთიანი „მესიჯბოქსი“ და მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში, განსხვავებით 2007 და 2020 წლებისგან, […]
ზუსტად 4 წლის წინ, ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს უკრაინის მაშინდელმა პრემიერმა საჯაროდ მოითხოვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაეორგანიზებინა მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში – იმ დღეს დავინახეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის რამდენიმე ათასი ქართველი, რომელიც მზად არის უცხოს მითითებით საკუთარი ქვეყანა საომარ პოლიგონადაც კი გადააქციოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, იმ დღის […]
ირანში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, ინფორმაციას ავრცელებს. „რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს: +98 912 299 77 26; +995 599 98 01 89; +995 595 31 16 61; +98 912 075 83 97“, – აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ისრაელში განაცხადეს, რომ ირანის წინააღმდეგ […]
ჩვენ არ ვართ გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყანა, ვისთანაც უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია იმ ტონით ისაუბროს, რა ტონითაც ელაპარაკება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს. „ჩვენ ჩვენი ისტორიული გამოცდილება გვაქვს და უკრაინის ხელისუფლება პრეტენზიების ტონით არ უნდა გველაპარაკებოდეს. ეს თავად უკრაინის ხელისუფლებამ უნდა […]
გუშინ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ერთადერთი მიზნით, რომ წარედგინა, რა მტკიცებულებებს ეფუძნება ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება და ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი. „პირველ […]
უკრაინის პარლამენტის სპიკერს რუსლან სტეფანჩუკს დაუწერა სოციალურ ქსელში (თანაც ქართულად, ალბათ ვიღაც ჩვენებური დაეხმარა), რომ უკრაინას არ ჭირდება “რუსული ნარატივის” მქონე საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერაო. იგი გულისხმობს გაეროში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რეზოლუციისათვის ხმის მიცემის დროს დაფიქსირებულ საქართველოს მხარდაჭერას – მაშინ, როცა აშშ-მა თავი შეიკავა. რატომ გაბრაზდა სტეფანჩუკი საქართველოზე?მას კონკრეტულად არ მოსწონებია პაპუაშვილის მიერ ნათქვამი – ჩვენ […]
ოპოზიცია როდესაც ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი მხოლოდ ხელისუფლებას ერჩოდა და ქართველი ხალხის ზიანზე არც კი გაუფიქრია, დიდი ტყუილი იყო, ყველაფერი ფარისევლობაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. თენგიზ შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის გაგზავნილ წერილზე, რომელშიც ნათქვამია: „ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, […]