დღეს ევროკომისია აჩერებს უვიზო მიმოსვლას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის, მათ ახლა ვიზის ფლობა მოეთხოვებათ შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნებისთვის შესვლისას, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის გავრცელებულ პრესრელიზში. პრესრელიზის თანახმად, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზების შეჩერების ახალი გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება. „ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განზრახ და მუდმივი დარღვევის […]
მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც უკრაინა იმყოფება. უმძიმესი მდგომარეობაა. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს, უკრაინა ამას ნამდვილად არ იმსახურებდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას გული შესტკივა უკრაინელ ხალხზე, თუმცა მისი უმთავრესი საზრუნავი ქვეყნის სუვერენიტეტის და ქართველი ხალხის ინტერესის დაცვაა. „რა თქმა უნდა, ჩვენ გული შეგვტკივა უკრაინელ […]
დღეს დავასრულეთ შეხვედრები კონგრესში, გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ხუთ კონგრესმენს, ძირითადად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, თუმცა ასევე შევხვდით სხვა კომიტეტის წევრებსაც, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. სამხარაძის თქმით, შეხვედრების დროს საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ასევე, შუა დერეფნის განვითარების საკითხს. „ბოლო შეხვედრა გვქონდა კიტ სელფთან, […]
რა ცხრა პარტია გაერთიანდა, გაჩერდით, ხუმრობთ? ხუმრობთ, მაგრამ შეიძლება, ვიღაცამ სერიოზულად მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ისენი არიან ჩვეულებრივი „ნაცმოძრაობა”, რომელიც თავიანთი პატრონების დაკვეთით სხვადასხვა სახით იყო გაფენილი. „როგორ შეიძლებოდა, ახალი სახე ყოფილიყო „ნაცმოძრაობის” გენპროკურორი, ზონდერი მელია და უშიშროების საბჭოს მდივანი ბოკერია თავის მეუღლესთან ერთად? ცუცქირიძე […]
ოპოზიციამ იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები არათუ რამეს ნიშნავს, არამედ სწორედ ის ქმედებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის წინაპირობას ქმნის და მათ ისტერიკას იწვევს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკი აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრებსა და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს […]
„დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს – როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. შეცდომებიც შესაძლებელია – ეს ბუნებრივია. მაგრამ მთავარი ის არის, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ჩვენ ვქმნით გამოცდილებას მომავალი თაობებისთვის, რათა მათ კიდევ უფრო ძლიერი სახელმწიფო ააშენონ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ ბერიძემ […]
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის” დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „300 გვერდზე მეტი მოცულობის დოკუმენტში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დანაშაულები – […]
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ პირადად უჭერს მხარს სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს. მინდა, გადაგიხადოთ მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგასთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა. მისი თქმით, სომხეთი მადლობელია საქართველოს მხარდაჭერის. „მაქვს პატივი, ვიყო კიდევ ერთ შეხვედრაზე. ამ ფორმატის ჰქვია სომხეთ-საქართველოს […]
ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენ გარშემო, მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შედგა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემაზე, რომელიც უკავშირდება ორი ქვეყნის თანამშრომლობას. „მსურს, კიდევ […]
მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ საომარი მოქმედებების გამო, ირანელ და ებრაელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და სრულიად რეგიონს მშვიდობა უსურვა. „საომარი მოქმედებები რეგიონის ყველა ქვეყანას უქმნის საფრთხეს. ამდენად, რასაკვირველია, ვერ ვიქნებით გულგრილნი ამ პროცესისადმი. სამძიმარს ვუცხადებ, როგორც ირანის მოსახლეობას, ისე […]