ევროკავშირი ქართველი ხალხის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს ამ მიზნისკენ მუშაობას მოვუწოდებთ. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების ფონზე ევროკავშირმა მტკიცე რეაგირება მოახდინა და საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართველი ოპოზიციონერებისადმი გაგზავნილ წერილში წერს. მისი […]
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანეთის ელჩის, გარეთ უორდის საგარეო უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაზე უხეშ თავდასხმას. „2026 წლის 26 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული […]
ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ქართული დამოუკიდებელი ტელეარხების „იმედის” და „პოსTV”-ის სანქცირების შესახებ, არის ის მიჯნა, რომლის იქით, ჩვენი მხრიდან, მინიმალური ცივილიზებული მოთხოვნილებაც კი, სახელმწიფოებრივი ურთიერთპატივისცემის შესახებ ყოველგვარ აზრს კარგავს, – წერს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ღია წერილში, რომლითაც მან ბრიტანეთის ელჩს მიმართა. „ მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო…” ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თქვენ ქართულ ენას […]
ჩვენ არ გვეშინია კითხვების დასმის. ვსვამთ კითხვებს: რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა? რა კავშირი აქვს ამას რუსეთთან ბრძოლასთან? – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო უწყებაში დიდი ბრიტანეთის ელჩთან, გარეთ უორდთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ გამოიყურება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა” და „პოსტივის” დასანქცირება […]
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ უკრაინასთან მიმართებით ევროპელი პოლიტიკოსების რიტორიკა შეცვლილია. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სუბარმა აღნიშნა, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, დიდი ხანია, არ ისმის უკრაინასთან მიმართებით ისეთი ფრაზები, როგორებიცაა „უკრაინა იმარჯვებს“ და „არაპროვოცირებული“ ომი. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ევროპელები უკრაინასთან მიმართებით კვლავ ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობენ – განცხადებებში მხარს უჭერენ უკრაინას, რეალურად კი რუსეთის ეკონომიკას სხვადასხვა ფორმით […]
ვიხსენებთ საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტრაგიკულ ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს. ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ გაერთიანება კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის. „დღეს ვიხსენებთ საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტრაგიკულ ოკუპაციას. საბჭოთა მმართველობამ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარება შეაფერხა, თუმცა ვერ აღმოფხვრა ქართველი […]
ტელეკომპანია „პოსტივის” ჩემი წილი არ დამითმია და ამის გაკეთებას არც ვაპირებ. ტელეარხი ემსახურება სიმართლეს და ჩემი მხარდაჭერა სულ ექნება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის” წევრმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძეს გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან ტელეკომპანია „პოსტივის” წილი დათმო. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის მისი კუთვნილი წილი მართვაში გადასცა კონკრეტულ პირს, რათა მისი საქმიანობა […]
საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. დღე, როდესაც თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. 25 თებერვალს […]
უკრაინაში ომის მეოთხე წლისთავი გლობალურ მედიაში მრავალი პუბლიკაციის თემა გახდა. პოლიტიკოსები და ექსპერტები ცდილობენ, გაჭიანურებული კონფლიქტიდან დასკვნები გამოიტანონ და პროგნოზები გააკეთონ. უკრაინაში ომის პირველ წლებში შეერთებული შტატები და ევროპული ქვეყნები თვლიდნენ, რომ ეს არის ლოკალური კონფლიქტი, რომელიც მნიშვნელოვნად არ იმოქმედეს არსებულ მსოფლიო წესრიგზე. თუმცა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ევროპასა და შეერთებულ […]
ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებას არ ვაპირებთ, ჩვენთვის ეს წითელი ხაზია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა. მისივე თქმით, „ძლიერი საქართველო – ლელოსთან“ თანამშრომლობა შესაძლებელია. „მათი გადასაწყვეტია, შეუძლიათ „ნაცებთან“, მოქმედ „ნაცებთან“, ყოფილ „ნაცებთან“ გაერთიანდნენ ან კიდევ უფრო მეტად ნაწილებად დაიშალონ. ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებას არ ვაპირებთ, ჩვენთვის ეს წითელი […]