ყულევის პორტის ჩართვა თავდაპირველად განიხილებოდა სანქციების მე-20 პაკეტში, ეს საწყისი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს, – ამის შესახებ ნათქვამია სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის წერილში, რომლითაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს აცნობა, რომ ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო. სალივანის თქმით, მიესალმება საქართველოს […]
ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიტანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა. „გმადლობთ 2026 წლის 18 თებერვლის წერილისთვის და იმ დოკუმენტისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გაუგზავნეთ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით, რომლის მიღებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა. „„საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
პარტია „ხალხის ძალის” წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება 9 მარტის ტრაგიკული მოვლენებიდან 70 წლის გასვლას. ჩიბურდანიძე წერს, რომ „დედაენის” პარკში მომიტინგეები ხშირად ახსენებდნენ სიტყვას „ქეთო”, რაც იშიფრება “ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაციად”. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ეროვნული მოძრაობის მესვეურებს სურდათ, სტალინის სახელის შეურაცხყოფისთვის დაწყებული ბრძოლა, გადაეზარდათ საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში: „ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაცია, იყო ალტერნატიული […]
ქართველი, ნებისმიერ დროსა და პირობებში, ნებისმიერი იმპერიისა თუ უცხო ძალის ზეგავლენის მდგომარეობაში, თავის იდენტობას არ ივიწყებს, ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მუდმივია და ეს ბრძოლა არასოდეს შეწყდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წეტრს, „დღეს შესრულდა 70 წელი იმ ტრაგიკული მოვლენიდან, როდესაც საბჭოთა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა თბილისში, დღევანდელი დედაენის ბაღის ტერიტორიაზე, სტალინის ძეგლთან […]
როგორ ბედავენ კაია კალასი და მარტა კოსი რამე ტიპის განცხადების გაკეთებას ან რატომ ფიქრობენ, რომ მათ სიტყვას ფასი ექნება იმ ყველაფრის მერე, რა მდგომარეობაშიც უკრაინა ჩააგდეს? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მათ დაივიწყეს უკრაინისთვის მიცემული პირობა ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე. მისივე შეფასებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არიან და უცნაურია, რომ […]
ირანში ომმა მსოფლიო ორ ბანაკად გაყო. ერთ ბანაკში სჯერათ აშშ-სა და ისრაელის სწრაფი გამარჯვების. მეორე ბანაკი ხანგრძლივ ომსა და გლობალურ კატასტროფას პროგნოზირებს. თუ ემოციებს გვერდზე გადავდებთ, სიტუაციის განვითარების ყველაზე სავარაუდო სცენარები შემდეგია: სწრაფი ომისა და ირანში რეჟიმის შეცვლის სცენარი. ისრაელის საჰაერო ძალები, აშშ-ს საჰაერო ძალებთან ერთად, ანადგურებენ სამხედრო სამიზნეებს ირანში. ირანის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციასთან და სადაზვერვო სამსახურების […]
თუ მთავრობა თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. „ევროკავშირმა უკვე ჩამოართვა საქართველოს დაფინანსება დემოკრატიული უკუსვლის გამო. დღეს ევროპა ხელს უშლის ჩაგვრის გამომწვევ საქართველოს […]
დღეს ევროკომისია აჩერებს უვიზო მიმოსვლას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის, მათ ახლა ვიზის ფლობა მოეთხოვებათ შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნებისთვის შესვლისას, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის გავრცელებულ პრესრელიზში. პრესრელიზის თანახმად, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზების შეჩერების ახალი გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება. „ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განზრახ და მუდმივი დარღვევის […]
მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც უკრაინა იმყოფება. უმძიმესი მდგომარეობაა. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს, უკრაინა ამას ნამდვილად არ იმსახურებდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას გული შესტკივა უკრაინელ ხალხზე, თუმცა მისი უმთავრესი საზრუნავი ქვეყნის სუვერენიტეტის და ქართველი ხალხის ინტერესის დაცვაა. „რა თქმა უნდა, ჩვენ გული შეგვტკივა უკრაინელ […]