ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. 2025 წლის ანგარიშში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები და აღნიშნულია, რომ ქვეყანა ალიანსის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის (DCB) ფარგლებში დახმარებას იღებს. ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების ფონზე მოკავშირეებმა ნატო-ს საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს. „მოკავშირეებმა ასევე გადახედეს ნატო-ს ჩართულობას საქართველოსთან მიმართებით 2024 […]
პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, ჩაუყარა საფუძველი ჩვენი ეკლესიის განვითარების ოქროს ხანას და არამარტო – მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა. პრემიერის თქმით, პატრიარქის ბრძნული რჩევები ბევრ რამეს განსზღვრავდა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების […]
ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს რწმენაში, გაძლიერდეს ქრისტიანული ფასეულობები ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს […]
საზოგადოებას ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის იმ ერთსულოვნებისა და ერთიანობისთვის, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში და ამ ყველაფრის მიზანი არ იყო მხოლოდ პატრიარქისთვის პატივის მიგება, ეს იყო ბევრად უფრო მეტი, ეს იყო სიყვარულის ძალიან დიდი მანიფესტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live”-ში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში შეუძლებელია, რომ სიძულვილმა გაიმარჯვოს და ეს […]
იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილე მესამემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. როგორც სამძიმრის წერილში აღნიშნულია, საომარი კრიზისი გამო, იერუსალიმის პატრიარქი თავად ვერ ახერხებს დაკრძალვის ცერემონიაზე ჩამოსვლას და თავის წარმომადგენელს, მეუფე ნექტარიოსს გამოგზავნის. „ჩვენ გულით ვუსამძიმრებთ წმინდა სამწყსოსა და სრულიად საქართველოს ეკლესიას უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალების გამო. […]
საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება, რის თაობაზეც აშშ-ის მხარის მიერ იქნა განმარტებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები. „ცნობილია პრეზიდენტ ტრაპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, […]
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთო-ს და ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, […]
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის შეფასებით, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში დაუსაბუთებელი და პოლიტიზებულია. მისივე შეფასებით, დასკვნა პოლიტიკურად ანგაჟირებულ მოსაზრებებს შეიცავს. „ე.წ. ანგარიში მთლიანად დაუსაბუთებელი და პოლიტიზებულია. ვიცით, საქართველოს მიმართ პოლონეთის დამოკიდებულება როგორია. ადამიანი ასეთ ანგარიშს რომ ხელს მოაწერს, ვხვდებით, მიზანმიმართულად ხდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგებლების იმ განცხადებების გადაფარვა, რომ აუცილებელია […]
სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბაზრების დივერსიფიკაცია სტაბილურობისა და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია. „მთავარ გამოწვევად რჩება მიწების ფრაგმენტაცია, ტექნოლოგიების სიმწირე და დაბალი პროდუქტიულობა. ამ გამოწვევების […]
არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეუთო-ს ანგარიშს ეხებოდა. კობახიძის თქმით, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი არის პროპორციული. „საქართველოში არ მოქმედებს არცერთი რეპრესიული კანონო იმ გაგებით, რა გაგებითაც საუბრობენ კონკრეტული პირები. არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. ყველა […]