მოლოდინი გულისხმობს იმას, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან – საქართველოს ხელისუფლება მზადაა ამისთვის, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, რას გულისხმობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების კონტექსტში გამოთქმული პოზიტიური მოლოდინი, რომელზეც მერმა გუშინ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა. „მოლოდინი გულისხმობს, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ჩვენ არაერთი განცხადება გაგვიკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად […]
ეგრეთ წოდებული ალიანსის შეკრებას ვუყურებდი და მათ განცხადებას ვუსმენდი, რომ 26 მაისამდე წავიდნენ რეგიონებში. ნაცვლად იმისა, თბილისში ილაპარაკონ, მართლა როგორი საქართველო უნდათ და რაზე თანხმდებიან, დაახვიეს რეგიონებში. 26 მაისამდე თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისივე თქმით, აბსურდია ყველაფერი, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს. „ზოგადად, ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი კაცი […]
1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა, რომ საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ უძვირფასეს მემკვიდრეობას, განვამტკიცოთ სუვერენიტეტი და განვაგრძოთ სვლა კიდევ უფრო ძლიერი, ღირსეული და ერთიანი საქართველოს მშენებლობისკენ, სადაც საკუთარ ბედს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი […]
ირაკლი კობახიძესა და მარკო რუბიოს საუბარზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, ვიდრე შინაარსი არ გვეცოდინება, დიდი ალბათობაა, საუბარი ირანის თემას შეეხებოდა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აშშ ყველას ელაპარაკება, თუმცა მთავარი საუბრის შინაარსია. „ამ თემაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, ვიდრე საუბრის შინაარსი არ გვეცოდინება. ის ინფორმაცია რაც გავრცელდა, […]
1991 წლის 31 მარტს ყველა პოლიტიკოსმა, ქართველმა ერმა საქართველოს დამოუკიდებლობის საყოველთაო დემონსტრირებას დაუჭირა მხარი. მას შემდეგ საქართველოს მარტივი გზა არ აქვს გავლილი, რეალური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროს სხვადასხვა სამართლებრივი თუ პოლიტიკური შეხედულებები მეორეხარისხოვანი იყო. „საინტერესო მოვლენები ვითარდებოდა, როცა […]
31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს გაიმართა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელშიც სრულიად საქართველომ – მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ – ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღნიშნავს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, 31 მარტის რეფერენდუმმა შექმნა ურყევი სამართლებრივი საძირკველი, რომელსაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება. „ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ ფასდაუდებელ მონაპოვარს, ღირსეულად დავიცვათ და გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა, რომელიც 1991 წლის რეფერენდუმმა განამტკიცა”, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
დღეს, 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. იგი დღეს 87 წლის გახდებოდა. საქართველოს ეროვნული გმირი, მეცნიერ-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 1939 წლის 31 მარტს ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში დაიბადა. ზვიად გამსახურდიამ საზოგადოებას თავი ანტისაბჭოთა გამოსვლებით ახალგაზრდობაშივე დაამახსოვრა. 1976 წელს გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თაოსნობით […]
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. დავით გაბაიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. დავით გაბაიძემ მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას”, მის დამფუძნებელს, თანამშრომლებს და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო. დავით გაბაიძე უარყოფს, რომ თორნიკე რიჟვაძესთან ახლობლობის გამო მოუწია თანამდებობის დატოვება. „დიდი ხანია, ვფიქრობ ამაზე და გუნდთანაც მქონდა კონსულტაციები. უკვე არასრული ათი წელია, ვხელმძღვანელობდი უმაღლეს საბჭოს და […]
დონალდ ტრამპმა ირანის ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმები 10 დღით გადადო. თუმცა, ირანი უარს ამბობს დათმობებზე წასვლაზე და ისეთ მოთხოვნებს აყენებს, რომელთა შესრულებაც აშშ-სა და ისრაელს არ შეუძლიათ. IRGC-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ისინი ომს იგებენ და კონფლიქტის ესკალაციას ახდენენ. დაძაბულობა ასევე იზრდება აშშ-ის შიდა პოლიტიკაში. ტელეკომპანია CNN-ი იუწყება ტრამპის მხარდამჭერებს შორის განხეთქილებაზე, ფასების ზრდის გამო ამერიკის პრეზიდენტის […]
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „საერთაშორისო თანამშრომლობა არჩევნების ადმინისტრირებაში – ციფრული ინოვაცია, შესაძლებლობების განვითარება და ინსტიტუციური სწავლება”, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა. საერთაშორისო კონფერენცია სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით ერევანში გაიმართა და მასში საარჩევნო ორგანოების მსოფლიო ასოციაციის (A-WEB) აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნების, ასევე სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები […]