ARD/Infratest-ის ეგზიტპოლის თანახმად, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე პირველი ადგილი ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) დაიკავა 29%-ით. მას მოსდევს ულტრამემარჯვენე პარტია AfD ხმების 19.5%-ით. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია მესამე ადგილზეა – 16%. გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის მწვანეთა პარტიამ ხმების 13.5% მიიღო. 5%-იან ბარიერს ლახავს ულტრამემარცხენე პარტია Die Linke – 8.5%. გარდა ამისა, ბარიერის ზღვარზე არიან პრო-რუსული, პოპულისტური პარტია “სარა […]
ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს მამაც ქართველ ხალხს უბრალოდ, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სიტყვისა და შეკრების უფლების გამოყენებისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდების გამო, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, [რესპუბლიკური პარტია] ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ქართველი ხალხი არ დაშინდება!“, – აცხადებს ამერიკელი კონგრესმენი.
თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად 5 თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. კითხვაზე, თუ რატომ არ ნიშნავს ხელახალ არჩევნებს „ქართული ოცნება“ იმ ფონზე, როდესაც საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს სულელური აზრია, რომელიც […]
ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, ეს ეხება, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრეა საჭირო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, თითოეული დაინიცირებული კანონპროექტი ერთად წარმოადგენს „დიფ სთეითის” საწინააღმდეგო პაკეტს, რათა ბოლომდე იყოს დაცული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება. „ეს არის, სინამდვილეში, „დიფ სთეითის” საწინააღმდეგო პაკეტი, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, ეს ეხება, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრეა საჭირო იმისათვის, რომ ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და იგივე ეხება სხვა ნებისმიერ კანონპროექტს, რომელიც დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ყოველგვარი საფრთხისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ამისათვის დღეს გვაქვს ყველანაირი რესურსი და ამისათვის იქნება მიღებული ის კანონები, რომელიცაა დაინიცირებული,”- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გამსახურდია X-ზე 1992 წლის 2 თებერვალს მომხდარ მოვლენებს იხსენებს, იმ დღეს, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებს, რომლებიც ვაგზლის მოედნიდან მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. გამსახურდია აღნიშნავს, რომ 33 წლის წინ დღევანდელი ე.წ ოპოზიციის იდეურმა და სულიერმა მამებმა სისხლიანი კალო დაუტრიალეს ზვიადის მომხრეებს და დღესაც იგივეს იზამდნენ, შანსი რომ ჰქონდეთ, მაგრამ ეს მხოლოდ […]
დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოვხატავ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა. სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მომავალ კვირას, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინის სუვერენიტეტის მნიშვნელობას განიხილავს. სტარმერმა კიევისადმი ბრიტანეთის „ურყევი მხარდაჭერა“ კიდევ ერთხელ დაადასტურა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინა უნდა იყოს ომის დასასრულებლად ნებისმიერი მოლაპარაკების ცენტრში“. […]
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 25 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იტყობინება. ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს. მისივე თქმით, ასეთი შეხვედრის ორგანიზების მცდელობები ადრეულ ეტაპზეა და მისი განხორციელება „ინტენსიურ მოსამზადებელ სამუშაოს“ მოითხოვს. „ჩვენ ვსაუბრობთ […]
მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი სრულად გაიშიფრა და გაცვდა, Deep State-მა თაროდან ჩამოიღო დამტვერილი სტაჟიანი აგენტი, ირაკლი ალასანია, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, “გლობალური ომის პარტია” ტრამპის ადმინისტრაციისგან მიღებული დარტყმების შედეგად, აგონიურ მდგომარეობაშია, საქართველოში სრულად გაკოტრებულია და ირაკლიალასანიას სახით, ახლა ხავსს ეჭიდება. როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, “დიფ […]
ჩვენს ქვეყანას მოუწოდებდნენ, გვთხოვდნენ სანქციებთან შეერთებას, მოხალისეების, იარაღის გაგზავნას, რომ საქართველოს ჩართულიყო ომში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, რაზეც ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ საუბრობდა, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს. „რეალობით, რაც დღეს გლობალური თვალსაზრისით არის, მხედველობაში მაქვს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები, გამოიკვეთა კონკრეტული ძალები, რომლებიც დაინტერესებული […]
საქართველოში დასავლური განწყობის შერყევა თუ რამეს შეუძლია, ეს ევროკავშირის კონკრეტული ჩინოვნიკების უპასუხისმგებლო და მტრული ქცევებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის ჩინოვნიკების ჩართულობა საქართველოს შიდა საქმეებში ორ მხარეს შორის ურთიერთობას აფუჭებს. „ჯეფრი საქსის შეფასებები, შეგვიძლია, გამორჩეულად ადეკვატურად მივიჩნიოთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. ეს პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი ცდილობს, სწორად შეაფასოს და […]