აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებასთან დაკავშირებით შეხვედრებზე ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფნა არც ისე მნიშვნელოვანია. „როდესაც ზელენსკიმ თქვა, რომ არ იყო მიწვეული შეხვედრაზე, ეს არ იყო პრიორიტეტი, რადგან მან აქამდე ძალიან ცუდად იმუშავა მოლაპარაკებებში. ომი არ უნდა ჰქონოდა და თუ ომი დაიწყო, მაშინვე უნდა მოგვარებულიყო. ამის გაკეთება შეიძლებოდა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. […]
გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს! ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, ერთობას და წინსვლას! – წერს საქართველოს პრეზიდედნტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში. იგი აღნიშნავს, რომ „ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს დამფუძნებელი აქტი, რომელმაც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის საფუძველი შექმნა“. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს – მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც […]
საქართველოში ვიხილეთ, როგორ შეიძლება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არჩევნების დისკრედიტაცია და პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაცია ოპოზიციური ჯგუფების და მათთან დაკავშირებული უცხოური აქტორების მიერ კოორდინირებული დეზინფორმაციისა და სიცრუის კამპანიების მეშვეობით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტზე განაცხადა. მახაშვილის თქმით, მიმდინარე საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე საქართველო აქტიურად იმუშავებს, რათა […]
მაშინ როდესაც მსოფლიოში დიდი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, ზოგიერთი საერთაშორისო ქსელი აგრძელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას არეულობის გაღვივებისა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მცდელობების გზით, „მაკკეინის ინსტიტუტის“ წარმომადგენლის, ლორა თორნტონის სტატია ამისი ნათელი მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ერთი წუთით მისგან „დიქტატურის“, „რეპრესიისა“ და „წამების“ შესახებ წამოსროლილ ცარიელ ბრალდებებს ყურადღებას […]
ოპოზიციისთვის დონალდ ტრამპი რუსეთუმე და პუტინის მოკავშირე გახდა, ეს ადამიანები უფრო მეტ მარაზმსა და ფანტაზიაში გადაიჭრებიან, ამერიკულ დიპლომატიას იწუნებენ და ტრამპის ადმინისტრაციას უშვერი სიტყვებით ლანძღავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინტერესების დაცვა ქართველ ხალხთან ერთად უნდა გააგრძელოს, რადგან ეს ადამიანები მხოლოდ აზიანებენ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. „ოპოზიციისთვის […]
ლორა თორნტონი რადიკალური ოპოზიციის დირექტორია. „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში იყო ზუსტად ის სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებასაც არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა, თუმცა მათ ამ საშინაო დავალების შესრულებაში ორიანი დაიწერეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. იონათამიშვილის თქმით, „როგორც ჩანს, ახალი გეგმა აქვთ, რითაც საქართველოა ებრძვიან და არა, კონკრეტულ პარტიას, რადგან […]
ჩვენ საკმაოდ მწვავედ დავაყენეთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი და გავახსენეთ მთელ აუდიტორიას, საუბრის დროს აუცილებელია, ყველამ ახსენოს, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, – განაცხადა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება. ასამბლეა განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას და პოლიტიკურ საკითხებს, რომლებიც წევრ სახელმწიფოებშია. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ხვალ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში […]
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ყველა, ვისაც პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის ბედი გვაინტერესებს, ვხედავთ, რომ ჩვენს თვალწინ იცვლება მსოფლიო წესრიგი. შეიძლება ითქვას, ძველი წესრიგი აღარ მუშაობს და ჯერჯერობით, ახალი წესრიგიც არ ჩანს. მთელი მსოფლიო იმედით ელოდებოდა ტრამპის ინაუგურაციას, მისმა მოქმედებებმა კი, პრეზიდენტობის პირველივე დღეებში, პასუხებზე მეტი კითხვები გააჩინა. ბევრს მოსწონს […]
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ამბობენ, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანს, აშშ-ის სანქციების თავიდან ასაცილებლად, ქონება ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადააქვს“ (ავტორი – რაიჰან დემიტრი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: გასული წლის გაზაფხულზე, როცა ათიათასობით ქართველი ქუჩაში ქვეყნის მთავრობის მიერ პრორუსული პოლიტიკის გატარებას აპროტესტდებდა, საქართველოს პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღო შესწორებები ქვეყნის საგადასახადო კოდექსში. იმ დროს ანტიკორუფციული ორგანიზაცია Transparency International (TI) Georgia […]
რადიკალიზმის ადგილი დღეს არც საქართველოში და არც მსოფლიოში არ არის, ეს ყველაფერი მალე დასრულდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს საფრანგეთისა და გერმანიის ელჩების გორში გამართულ დისკუსიას, რომელიც რადიკალური ხასიათის ბანერების ფონზე გაიმართა, კახა კალაძის თქმით, ეს მძიმე ფაქტია და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის. „ძალიან მძიმე ფაქტია. […]