თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილზე მომუშავე ამერიკული მედია ავრცელებს. ტრამპთან შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სენატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა. „მნიშვნელოვანი ვიზიტი შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონში აშშ-ის სენატის ორპარტიულ დელეგაციას შევხვდი. ჩვენი საუბარი ფოკუსირებული იყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე, შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებზე, პრეზიდენტ ტრამპთან ჩემს შეხვედრაზე, სამართლიანი […]
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც 2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტის სასახლეში აშშ-ს ელჩთან შეხვედრას იხსენებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეხვედრისას აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა, კელი დეგნანმა მას უთხრა, რომ ახლა იყო მომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ, თუ ბნელ მხარეს“, რაც პირველ რიგში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო. პარლამენტის თავმჯდომარის […]
2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტის სასახლეში შევხვდი აშშ-ის ელჩს, მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ, თუ ბნელ მხარეს“, რაც პირველ რიგში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, მისი პოსტი დასავლეთთან საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეობას, მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, შეცდომებსა […]
ქვეყნისთვის დამაზიანებელია, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, ეს არის ადამიანების გაერთიანება, რომლებიც საკუთარ ქვეყანას გარკვეული ინტერესების საფუძველზე უტევენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „შეამჩნიეს, რომ სალომე ზურაბიშვილს ახალი სცენარი „ქაჩავს“ იქით, რომ როგორმე „ნაცმოძრაობის“ მოჯადოებული წრიდან გავიდეს. უნდათ, რომ გაჰყვნენ. დღეს შეიძლება იჩხუბონ, ხვალ შეიძლება შერიგდნენ, ერთმანეთი შეამკონ ბილწი სიტყვებით და შემდეგ, […]
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროგრამა სახელწოდებით „რეაგირება საქართველოსთვის – მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ტრანსფორმაციისთვის“ მიმდინარე წლის პირველ თებერვალს დაიწყო და 2027 წლის 31 იანვარს დასრულდება. პროექტის დასაფინანსებლად 1 568 328 ევრო გამოიყო. გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამა აძლიერებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების სიმტკიცეს საქართველოს რეგიონებში, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაუმკლავდნენ მიმდინარე გამოწვევებს და ხელი შეუწყონ დემოკრატიულ მმართველობასა […]
ეს ადამიანები პოლიტიკური პარტიები არ არიან, აგენტურული წარმონაქმნებია, შესაბამისად, მათი ნააზრევი და გეგმა საზოგადოებისთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის შეფასებისას განუცხადა. მისი თქმით, ამ ადამიანებს, საკუთარი აგენტურის გარდა, არავინ უსმენს. „პოლიტიკური პროექტები და არა პარტიები რას იტყვიან, ეს საინტერესო […]
დღეს ვიმყოფებით აჭარის ტერიტორიაზე, მანამდე ქობულეთში დავესწარით საკოორდინაციო შტაბის სხდომას, აჭარაში სიტუაცია ბევრად უკეთესია, ამინდმაც შეუწყო ხელი და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში ყველაფერი, თითქმის 100%-ით აღდგენილი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდა. „დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდა. ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში არის გაწმენდილი […]
ზოგადად, მედიაში არის სერიოზული პრობლემა. მედია არის პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქობულეთში. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის აღიარებული პრობლემა, მათ შორის, ეს პრობლემა არის დაფიქსირებული ეუთო/ოდირის დასკვნებში, ამას სჭირდება რეგულირება, თუმცა ოპოზიციასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები, თვითონ ოპოზიცია უპირისპირდება ამას იმიტომ, რომ მათ აწყობთ სიცრუის და სიძულვილის ტირაჟირება, რაც ხდება […]
არქივი არ იშლება და ეს არქივი მეტყველებს იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა როგორც სანქციებთან მიერთებას, ისე მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, ეს პირდაპირ ნიშნავდა ესკალაციას, საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციის მხრიდან საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე პოზიციის ცვლილებას შეეხებოდა. კითხვაზე, თუ როგორ აფასებს მთავრობის მეთაური ფაქტს, რომ ოპოზიცია […]
გულწრფელად ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე ჭკუათმყოფელს აერჩია უკრაინა მოკავშირედ, როდესაც მეორე ვარიანტი რუსეთია, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის შვილმა, უმცროსმა დონალდ ტრამპმა. „უბრალოდ დაფიქრდით: გიგანტური ბირთვული ძალა, რომელიც სავსეა ბუნებრივი რესურსებით, რომლებიც ყველას სჭირდება, პლანეტის ყველაზე დიდი ქვეყანა, და აი, უკრაინა, რომელსაც ჩერნობილი და რადიაციის მიმართ გამძლე ძაღლები ჰყავს. ამ დროს, ბაიდენის ადმინისტრაცია: „ესაა ის მოკავშირე, […]