ყველა განცხადება, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ გაქსუებული ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, ევროპიდან, ყველაფერი დაფუძნებულია ტყუილზე, არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულობასთან, დემოკრატიულობასთან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ ტიპის განცხადებები ვერაფერ ზიანს ვერ მოუტანს ხელისუფლებას, პირიქით, ისინი დაზიანდებიან. „ყველა განცხადება, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ გაქსუებული ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, ევროპიდან, ყველაფერი ეს […]
ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რას ნიშნავს უკრაინისათვის ამერიკული სამხედრო დახმარების შეჩერება? დონალდ ტრამპმა კიევისათვის ავისმომასწავებელი ნაბიჯი გადადგა“ (ავტორი – ალისტერ დოუბარი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით: პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უყვარს ხოლმე იმის თქმა, რომ თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს უკრაინის არმიას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები – „ჯაველინები“ მიაწოდა, რომლებმაც, კომპაქტურ NLAW-თან ერთად, მნიშვნელოვანი როლი […]
ახლა მინდა, რომ კონგრესმა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც სამუდამოდ აკრძალავს და დანაშაულებრივ ქმედებად გამოაცხადებს სქესის შეცვლას ბავშვებში, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. „თანამდებობის დაკავებიდან მალევე, მე ხელი მოვაწერე აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს საჯარო სკოლებში ჩვენი შვილების ტრანსგენდერული იდეოლოგიით ინდოქტრინაციას. მე ასევე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომ შეწყდეს დაფინანსება ნებისმიერი დაწესებულებისთვის, რომელიც ეწევა ჩვენი ახალგაზრდების […]
კონგრესში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის დაუღალავად მუშაობს უკრაინაში სასტიკი კონფლიქტის დასასრულებლად. „მილიონობით უკრაინელი და რუსი უაზროდ დაიღიპა ან დაშავდა ამ საზარელ და სასტიკ კონფლიქტში, რომელსაც დასასრული არ უჩანს. აშშ-მა ასობით მილიარდი დოლარი გააგზავნა უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად. გსურთ ეს გაგრძელდეს კიდევ ხუთი წლის განმავლობაში?“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. „სამწუხაროდ, ევროპამ მეტი თანხა […]
ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანებიც, გამოვიყენე, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მანამდე, ბაჩიაშვილი საუბრობდა, რომ სისტემა მორყეულია და მასში მყოფ ადამიანებს საქმის კარგად კეთების მოტივაცია აღარ აქვთ. „სისტემა რეალურად მორყეულია, არ მუშაობს. არის ძალიან ბევრი ხვრელი და ადამიანები, რომლებიც მასში არიან, არ არიან […]
ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას და საერთაშორისო პრინციპებს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, მას აქვს სუვერენული უფლებები და მიუღებელია, როდესაც არ ერიდებიან შიდა საქმეებში ჩარევას და კომენტარებს აკეთებენ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. „ზოგადად, ქვეყნებს შორის ურთიერთობები, პირველ რიგში, უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას და საერთაშორისო პრინციპებს […]
პარლამენტარებმა მიიღეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება სიტყვასიტყვით ამერიკული კანონის თარგმნისა და მისი ინიცირების თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აშშ-ის ყოფილი ელჩი თავის დროზე ამბობდა, რომ ამერიკული კანონი იყო ბევრად უფრო რბილი, ვიდრე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რაც იყო სამარცხვინო ტყუილი. „მიუხედავად იმისა, […]
გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ – ეს არის ძალიან ღია და უხეში ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი „დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანია არის ის სახელმწიფო, სადაც განსაკუთრებულად განვითარდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და დღეს ეს იდეა არის […]
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მზია ამაღლობელის გათავისუფლების თაობაზე არის ძალიან ღია და უხეში ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად უზბეკეთში განაცხადა. მისი თქმით, მანამდეც იყო პირდაპირი და უხეში ჩარევები ქართულ არჩევნებში, როგორც გერმანელი პოლიტიკოსების, ისე ევროკავშირის ელჩის მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. „მანამდე პირდაპირ და უხეშად ერეოდნენ ჩვენს […]
ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული სამი წელიწადი და სერიოზული ზეწოლა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენ გვიწევდა ბეწვის ხიდზე სიარული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან რთული პროცესები იყო, თუმცა მთავარი არის ის, რომ საზოგადოება დადგა ხელისუფლების გვერდით. „რეალურად, რომ არა ჭადრაკისებური გათვლები, რასაც აკეთებდა ჩვენი ხელისუფლება, […]