ასეთი პროცესები მიდის მსოფლიოში და თქვენ მეკითხებით, რომ ეს როდის ჩამოვა აქ. ჩამოვა,- მიმართა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „იმედი LIVE“-ში გადაცემის წამყვანს, რომელიც დაინტერესდა, იმ პირობებში, როდესაც ომი არ დამთავრებულა და საქართველოში არიან რადიკალთა ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ დესტაბილიზაციის მოწყობას, როგორ იცავს საქართველო მშვიდობას. გიორგი ვოლსკის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის მშვიდობის პოლიტიკა „საქართველოშიც ჩამოვა“. „ტრამპი […]
„შეიძლება ითქვას, რომ რადიკალური ოპოზიცია განადგურებულია ჩვენს ქვეყანაში, ის ფაქტობრივად აღარ არსებობს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემა “ღამის კურიერში” საუბრის დროს განაცხადა. იონათამიშვილის თქმით, რეალურად, ისინი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს არ იღებდა და კონკრეტული პირების დაკვეთებით მოქმედებდნენ. „შეიძლება ითქვას, რომ რადიკალური ოპოზიცია განადგურებულია ჩვენს ქვეყანაში, ის ფაქტობრივად […]
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა „ღამის კურიერის“ ეთერში პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციის სტრატეგიაზე საუბრობს. „ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საგარეო მუშაობა, საგარეო ფრონტი, მაგრამ მთავარი საქმე უნდა გავაკეთოთ ქვეყნის შიგნით, უნდა გავაკეთოთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა. ჩვენგან ერთიანობაზე მოწოდებები გასაკვირი არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ამგვარ მოწოდებებს ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვაკეთებდით. ახლა, როგორც მინიმუმ, საერთაშორისო ფრონტზე […]
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ღაზას სექტორში დაკავებული ამერიკელი მძევლების გათავისუფლების შესაძლებლობის შესახებ დაჯგუფება „ჰამასთან“ ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებს, – აღნიშნულის შესახებ Reuters ამ მოლაპარაკებების ორმა წყარომ კონფიდენციალურად განუცხადა. წყაროს თქმით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი მძევლების გათავისუფლების საკითხებში ადამ ბიულერი ბოლო კვირების განმავლობაში კატარის დედაქალაქ დოჰაში მოლაპარაკებებს აწარმოებს „ჰამასთან“. „ასეთი მოლაპარაკებები ეწინააღმდეგება აშშ-ის გრძელვადიან პოლიტიკას პირდაპირი კონტაქტების წინააღმდეგ დაჯგუფებასთან, […]
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა, რომ ძალაში დარჩენილიყო გადაწყვეტილება თითქმის ორი მილიარდი დოლარის გაყინვის შესახებ, რომელიც, USAID-ის მეშვეობით, ორგანიზაციებისთვის უკვე შესრულებული სამუშაოსთვის უნდა გადაეხადათ. აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ხმები 5-4-ზე თანაფარდობით გადანაწილდა. გადაწყვეტილება მიიღეს მთავარმა მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა და კონსერვატორმა მოსამართლემ, ეიმი კოუნი ბარეტმა, რომლებმაც სამ ლიბერალ მოსამართლესთან ერთად ტრამპის ადმინისტრაციას მოთხოვნაზე უარი უთხრეს. […]
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულ პრეზიდენტს, ბადრა გუნბას შეხვდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე თქვა, რომ ე.წ. საარჩევნო კამპანია აფხაზეთში მღელვარედ წარიმართა, მაგრამ მთავარია, რომ ხალხმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ რუსეთი უზრუნველყოფს ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას, რაც მას დეფიციტის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება. მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა, ბადრა გუნბამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ, მოსკოვის […]
მამუკა ხაზარაძის განცხადებები ბადრი ჯაფარიძისთვისაც აღარ არის საინტერესო, არათუ ამ ქვეყნის რომელიმე მოქალაქისთვის, ამ ადამიანებს არანაირი კაპიტალი არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია განადგურებულია და მათზე დიდი ყურადღების დათმობა არ უნდა მოხდეს. „მამუკა ხაზარაძის განცხადებები ბადრი ჯაფარიძისთვისაც აღარ არის […]
ოპოზიციას თვითლიკვიდაციის რეჟიმი ჰქონდა და ახლა გამქრალი მდგომარეობიდან აღდგენა უნდათ. ერთმანეთისგან იდეოლოგიურად არც განსხვავდებიან, ამიტომ ვამბობდით, რომ, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ არიან, უბრალოდ, საარჩევნოდ მათი სეგმენტებად დაყოფა მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია ნულოვან მდგომარეობაშია, თვითრეანიმაციას ცდილობენ, ეს მცდელობა კი დიდი არაფერი შედეგის მომტანი იქნება. […]
საქართველოსა და უზბეკეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომობა ძალიან მნიშვნელოვანია და მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი მთავრობების წარმომადგენლებს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდათ გუშინ და დღეს ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლოდ, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ […]
„ნება მომეცით ახალი ამერიკული ეპოქის ჩემეული ხედვა გაგაცნოთ“, – ასე იწყებს თავის სტატიას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ექს-მინისტრი ბენ უოლესი, რომელიც ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 5 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სათაურით „ტრამპი და ვენსი ჭკვიანები და გონიერები კი არა, უმეცრები და უვიცები არიან“. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: დონალდ ტრამპი და ჯეი დი ვენსი, როგორც ჩანს, […]