რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება რომ მიერთებოდა სანქციებს, ან უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები გაეგზავნა, დღეს ქვეყანაში იქნებოდა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა, ვიდრე უკრაინაშია. „რეალურად, რასაც […]
ბალტიის ქვეყნების სანქციები ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, ვერაფერს დაგვაკლებენ, ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას და ქვეყნის წინსვლას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ლაშა ტალახაძემ განაცხადა. მისი თქმით, გაბოროტდნენ და სხვა გზა არ დარჩენიათ. „ვხედავთ, თუ როგორი უსუსურები არიან. ჩვენთვის ეს არაფერს არ ნიშნავს. ის საქმე, რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა […]
ამერიკელი ხალხი როგორც იცავს საკუთარ სუვერენიტეტს, ზუსტად ისე დავიცავთ ჩვენც. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ ოდიოზურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონის დამორჩილებაზე უარი თქვეს და ჯარიმებს გადავიხდითო. შესაბამისად, კანონი იმდენად ეფექტიანი არ არის, რომ აღსრულების ის საშუალებები ჰქონდეს, რა მიზანსაც წარმოადგენს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. გორდულაძის თქმით, […]
მინდა, საზოგადოების ყურადღება შევაჩერო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნაზე, საქართველოში გათავისუფლდეს პატიმარი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. აქ შეიძლება, გასაკვირი არც არაფერი ყოფილიყო, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თავად რომ არ იყოს რეკორდსმენი გერმანიის მოქალაქეების სისხლის სამართლებრივი წესით დევნაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, […]
გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ რუნდშაუში“ (Frankfurter Rundschau) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მას არავინ არ უნდა ენდოს“: როგორ არღვევდა ვლადიმერ პუტინი დაპირებებს“ (ავტორი – ქროსტოფ გშოსმანი). პუბლიკაციაში განხილულია საკითხი – რამდენად სანდოა ვლადიმერ პუტინის სიტყვა და უნდა დაუჯერონ თუ არა კრემლის დაპირებებს დასავლელმა პოლიტიკოსებმა. გთავაზობთ სტატიას შემოკლებით: მოსკოვი და ვაშინგტონი, ხანგრძლივი ცივი ურთიერთობებისა და ე.წ. „რადიოსიჩუმის“ შემდეგ, ერთმანეთს […]
პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, პრეზიდენტ ობამას დროს, მათ მიიღეს ლამაზი, დიდი წყალქვეშა ბაზა, დიდი მიწის ნაკვეთი – ყირიმი. პრეზიდენტ ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „თუ დაფიქრდებით, პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, არა? რუსეთმა მიიღო საქართველო. პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს ლამაზი დიდი წყალქვეშა ბაზა, დიდი მიწის ნაკვეთი, […]
ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ნაჩქარევადაა მიღებული. ამასთან, წერია, რომ პროცესში არ მონაწილეობდნენ შესაბამისი დაინტერესებული მხარეები. კომისიის დოკუმენტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება სწორედ იმდროინდელმა ვითარებამ გახადა საჭირო, დაინტერესებული მხარეები […]
უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ კახა კალაძეს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჩამოართვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის გარდა უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ წოდება კიდევ რამდენიმე სპორტსმენს ჩამოართვა. კერძოდ, ყოფილ ფეხბურთელს ანატოლი ტიმოშჩუკს და მოჭადრაკე სერგეი კარიაკინს. კახა კალაძე 1998-2001 წლებში კიევის „დინამოს“ რიგებში ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაშიც უკრაინის ეროვნული ჩემპიონატისა […]
ზელენსკის რატომღაც სურს, რომ ეს ომი გაგრძელდეს – მას ტვინი გამოურეცხა ევროპაში გლობალისტურმა სოციალისტურმა ჯგუფმა, – განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ტომი ტაბერვილმა. „უბრალოდ გააგრძელე ეს ყველაფერი და გააგრძელებ ფულის მიღებას“ – ეს მიდგომა მცდარია. პრეზიდენტი ტრამპი დაიღალა იმით, რომ ხალხი კვდება, რომ ჩვენი გადასახადის გადამხდელთა დოლარები [ამ ომზე] მიდის. ამიტომ ის შეეცდება ამ ომის დასრულებას. ზელენსკი […]
კალაძეს რომ სპორტის ოსტატის წოდებას ართმევ, მასზე უკეთესს ვის ანიჭებ? არ აქვს მნიშვნელობა კალაძე როგორც პოლიტიკოსი მოგწონს თუ არა, ფაქტი ჯიუტია, რომ კალაძე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელმაც მილანთან ერთად ეპოქა შექმნა და იმ მილანის უცვლელი წევრი იყო, რომელიც ევროპაში დომინირებდა, მოიგო არაერთი თასი, მათ შორის ჩემპიონთა […]