სამწუხაროდ, ძალიან არაადეკვატურ ჩურჩუტებთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება. კერძოდ, პეტრე ცისკარიშვილი პასუხობს საქართველოს პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ზურაბიშვილი ამბობს, „სანამ ბიძინას სისტემა ჩამოეშლება, მანამდე მიიღოს გადაწყვეტილება და დანიშნოს არჩევნები!“. „სანამ ბიძინას სისტემა ჩამოეშლება, მანამდე მიიღოს გადაწყვეტილება და […]
ის გზა, რაც მათ აირჩიეს, ლოგიკურად მიიყვანს საერთოდ არჩევნების გარეთ მდგომ „პოლიტიკურ ძალებამდე“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას. მან ისაუბრა, თუ რა შანსი აქვს ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში. „დღეს ისინი პოლიტიკურადაც, სამართლებრივადაც და მორალურადაც გაკოტრებულები არიან. ამიტომ, მათ არ გააჩნიათ არანაირი პოლიტიკური ძალა იმისთვის, […]
დღეს საქართველოში პროტესტის მე-100 დღეა, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს, – ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „დღეს საქართველოში პროტესტის მე-100 დღეა, მიუხედავად ძალადობისა, დაპატიმრებებისა და ახალი საკანონმდებლო შეზღუდვების. შვედეთი აგრძელებს ყველა ქართველის უფლების მხარდაჭერას, რომ ჰქონდეთ გამოხატვისა და მშვიდობიანად შეკრების თავისუფლება. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა […]
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, შეერთებული შტატები არ აპირებს კიევისთვის დახმარების აღდგენას, სანამ არ დარწმუნდება, რომ უკრაინელებს მშვიდობა სურთ. და საერთოდ, აშშ-ს შეუძლია თავი დააღწიოს ამ კონფლიქტს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა აღდგეს თუ არა უკრაინას სამხედრო დახმარება, რუსეთის შეტევის ფონზე, ტრამპმა განაცხადა, რომ მან […]
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი აცხადებს, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმების მიღწევა მოსკოვთან უფრო ადვილი იქნება, ვიდრე კიევთან. ტრამპის თქმით პუტინის პოზიციაზე მყოფი ნებისმიერ ადამიანი ამჟამინდელი საბრძოლო დინამიკის პირობებში უკრაინას დაბომბავდა. ტრამპის თქმით, კიევმა უნდა იაქტიუროს და სამშვიდობო შეთანხმებისკენ იმუშაოს. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგად მივდივართ რუსეთთან, მაგრამ ახლა ისინი ჯოჯოხეთურად ბომბავენ უკრაინას […]
ვფიქრობ, რომ პუტინი აკეთებს იმას, რასაც ნებისმიერი სხვა გააკეთებდა, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კითხვაზე „სარგებლობს თუ არა პუტინი იმით, რომ აშშ-მა შეაჩერა უკრაინისათვის დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება“. „ვფიქრობ, რომ ის [პუტინი] აკეთებს იმას, რასაც ნებისმიერი სხვა გააკეთებდა. მგონია, რომ მას უნდა ამის შეჩერება და შეთანხმების მიღწევა, და ვფიქრობ, ახლა უფრო ძლიერად უტევს, ვიდრე […]
დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის სიტყვიერი შეტაკების შემდეგ, აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობა სრულ რღვევასთან მივიდა. აღსანიშნავია, რომ ზელენსკი ტრამპს შეხვდა არა მხოლოდ როგორც უკრაინის პრეზიდენტი, არამედ როგორც ლიდერი, რომელიც წარმოადგენს ევროპის პოზიციებს უკრაინის ომთან დაკავშირებით. ზელენსკამდე ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს კირ სტარმერს შეხვდა. ამრიგად, დონალდ ტრამპი, ვლადიმერ ზელენსკის […]
მე ვარ ნამდვილი მზეთუნახავი, რადგან თითქმის ოთხი წლის განმავლობაში არ მინახავს მზის სხივი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ვივამედის“ კლინიკიდან დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ისჯება იმისთვის, რომ ხალხთან და შეიარაღებულ ძალებთან ერთად, 2008 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა. „თქვენ წინაშე ახლა წამოვდექი ნამდვილი მზეთუნახავი. მე ვარ მზეთუნახავი, რადგან არ […]
ვცდილობთ, რომ 27 ქვეყნის ლიდერის ერთობა გვქონდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, რას ფიქრობს უნგრეთის მიერ ვეტოების ხშირ გამოყენებაზე, კაია კალასმა უპასუხა, რომ ეს სიტუაციას სულ უფრო მეტად ართულებს. „ეს უფრო რთული ხდება. ამიტომ ახალი ინიციატივის ფარგლებში ჩვენ ასევე განვიხილავთ […]
საქართველოზე აგრესიული თავდასხმების პოლიტიკა ჯერ არ შეწყვეტილა, სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ასეთი უარყოფითი მხრიდან გამოიჩინეს თავი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, აგრეთვე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. „ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის უმჯობესია, რომ ცეცხლი სხვაგან ენთოს, დაძაბულობა სხვაგან იყოს, რუსეთის აგრესიული […]