გულწრფელად ვულოცავ ბატონ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვუსურვებ მას წარმატებას წამყვანი ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X“-ში. მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შეიქმნება. „გამოვთქვამ იმედს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და შეიქმნება თანამშრომლობის ახალი […]
მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, – განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გარდაცვლილი პატიმრის საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, იგი გამორიცხავს, რომ პატიმრის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა ძალადობას. „მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, თუმცა მინდა აქვე ცალსახად გამოვიცხო ის სპეკულაციები, რაც გვესმის უკვე ორი დღის განმავლობაში, რომ […]
გუშინ მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ჩავიბაროთ 26 მაისი, ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია. „ჩვენი წინააღმდეგობის პლატფორმის დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საზარელი სურათი, რაც არის ქვეყანაში – თავდასხმები ახალგაზრდა გოგოებზე, ციხეში გარდაცვლილი […]
ვისაც ჯერ კიდევ ამ გაფრენილი ქალის სჯერა – ჯერ ქარტია შექმნა და იქ ვიღაცები შევიდნენ, ვიღაცები – არა. შემდეგ თქვა, ქარტიამ არ გაამართლა და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო. ამას ვიღაცები სკეპტიკურად შეხვდნენ. ახლა თურმე 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, სალომე ზურაბიშვილის საქმე არ […]
კანონპროექტის სათაური „მეგობარი აქტი“ შეურაცხმყოფელია. დაველოდოთ, რა განვითარება ექნება კანონპროექტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. მისივე თქმით, მალე გამოჩნდება, როგორ მიჰყვება ამერიკის პრეზიდენტი გაცხადებულ პოლიტიკას. „არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის კოშმარია ის ძალა, საიდანაც ე.წ. ლობისტები და ვითომ დემოკრატიის სახელით მოსაუბრე ხელისუფალნი თუ ბიუროკრატები იმართებიან. კოშმარზე როცა საუბრობენ, ამის მორალური უფლება […]
წესით დღეს არ უნდა დამიჭირონ, პროცესუალურად თუ შევხედავთ. პორცია-პორცია მიჭერენ, – ამის შესახებ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებულ, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ მისი პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურას ორი მოწმე ეყოლება წარმოდგენილი. „მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს, როგორც ვიცი, არ გამოვრიცხავ, მოწმეებიც მოიყვანონ და ის მთავარი ვაჟბატონიც […]
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით – „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს. ცნობისთვის, „MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა […]
პარტია ”ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ისინი ახალი, ეროვნული არჩევნების ჩატარებისთვის ემზადებიან, რომელიც, მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზაა. როგორც ჯაფარიძემ “ღამის კურიერის” ეთერში განმარტა, ამ მომენტში თვითმმართველობის არჩევნებზე ნებისმიერი მსჯელობა დაბნეულობას იწვევს და მთავარი საკითხის გადაჭრისგან ყურადღების გადატანას ემსახურება. “ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემზადებით არჩევნებისთვის – ახალი ეროვნული […]
აშშ მიგრანტებს თვითდეპორტაციის წასახალისებლად 1 000 დოლარის ოდენობის დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „დახმარება და შესაძლო ავიაბილეთის ხარჯები მიგრანტებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით დატოვებენ ქვეყანას, უფრო ნაკლები დაჯდება, ვიდრე რეალური დეპორტაცია“, – აღნიშნულია აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში. არალეგალური სტატუსის მქონე პირის დაკავებისა და დეპორტაციის საშუალო ხარჯი ამჟამად დაახლოებით 17 000 […]
თუ ევროკავშირი შეინარჩუნებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, საჯაროდ დააყენებს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს და პირობად დაასახელოს რეალურ დემოკრატიულ რეფორმებს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე ისე, რომ არ დააზიანოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ Caucasus Watch-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მიუხედავად ანტიევროპული […]