დღეს „ოცნებას“, სამწუხაროდ, ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს და ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიც არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ ხალხს ვერ აუხსნეს, „ქართული ოცნება“ აღარ არის ძალა, რომელიც იბრძვის ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის. „ეს არის ის ძალა, რომელიც არსებობს დღეს მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის, […]
ამერიკასთან ურთიერთობა ჯერ არ დამძიმებულა. დამძიმება შეიძლება, უფრო სხვანაირად, სხვა კონტექსტში გამოხატულიყო. ვფიქრობ, გარკვეულწილად ამერიკა ჩამოყალიბების პროცესშია, მათ შორის სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონზეც მოქმედებს. „ჩვენს რეგიონზე ამერიკა-ირანის ურთიერთობების ფაქტორიც მოქმედებს. […]
ხალხის მიმართ მილოცვა არის მიღებული ფორმა, მაშია არაფერი უცხო არ არის, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დამოუკიდებლობის დღის ადრესატის გარეშე მილოცვაზე საუბრისას. „განზრახ იგნორირება მოახდინო, ან მინიშნება გააკეთო, რომ მილიონ ორასი ათასი ადამიანი ხალხი არ არის და ხალხი მხოლოდ ის არის, რომელიც Tbilisi open air-ზე გამოდის, პოლიტიკური […]
გუშინ, ამხელა ორგანიზების, სარეკლამო კამპანიების შემდეგ, 3 ათასი კაცი შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე და სალომე ზურაბიშვილმა ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის გუშინ „26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით გამართულ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, დღეს „რადიკალური ოპოზიციას“ არც რადიკალიზაციის და არც არჩევნებში მონაწილეობის რესურსი არ აქვს. „გუშინ […]
ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც მას ცხოვრების სათანადო პირობები და ღირსეული სამსახური უნდა დავახვედროთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. პრემიერის თქმით, შარშან სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასულებისას მცირედით, მაგრამ გადააჭარბა. „საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენ თანამემამულეები მთელ მსოფლიოს აცნობენ საქართველოს უნიკალურობას […]
დღეს, სცენიდან ზურაბიშვილმა გამოხატა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არშესვლასთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნები დატოვა, პირად პოზიციას აჟღერებდა თუ პლატფორმაზე არსებული ყველა პარტიის სახელით საუბრობდა, – ამის შესახებ „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას თქმით, ერთობა და კოორდინაცია მნიშვნელოვანია იყოს მკაფიო და მყარ პრინციპზე დაფუძნებული. „26 მაისს ვულოცავ დამოუკიდებლობისთვის მუდმივად მებრძოლ ხალხს, […]
ალბათ, ყველა აპირებს, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ოღონდ ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან ბოლო-ბოლო, თუ სხვა არა, ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი, ამისთვის აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ამასთან, ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, დაყოს და იბატონოს, „ამიტომ შემოაგდო თვითმმართველობის […]
„ქართული ჯარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსებისა და სამშობლოსადმი ერთგულების უდიდესი სიმბოლოა. სამშობლოს სამსახური კი, ყველაზე დიდი პატივია“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თავისუფლების მოედანზე. სიტყვით გამოსვლისას მან განსაკუთრებით მიულოცა ეროვნული დღესასწაული რეკრუტებს, რომლებმაც სამხედრო ფიცი 26 მაისს დადეს და ღვთისა და ქვეყნის წინაშე შეჰფიცეს, რომ პირნათლად მოიხდიან […]
საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა არის უზენაესი ღირებულება, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაური თქმით, ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. „მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მივესალმები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მივესალმები გენერლებს და ჯარისკაცებს. მივესალმები წვევამდელებს, […]
დღევანდელი დღე არის ქართველი ერის ერთიანობის, თავისუფლების სიყვარულის, გაუტეხლობისა და დაუღალავი ბრძოლის სიმბოლო. დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, სადაც ნათლად არის ასახული ქართველი ერის სურვილი, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედ-იღბალი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხი განსაზღვრავს […]