“5-იანის ქვეშ, არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს სრულიად გამორიცხულია და შესაბამისად, არც 9 ნომრის ქვეშ მონაწილეობის მიღებას არ ვთავაზობთ ჩვენს კოლეგებს”, – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ ნამდვილი ცვლილებებისთვის იბრძოლოს. “[ოპოზიციასთან] დიალოგი და შეხვედრები დაწყებულია. პოზიციები ცნობილია, გასაგებია, მაგრამ ეს პოზიციები უნდა […]
ევროპარლამენტი მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებასა და NGO აქტივისტს, რომელიც თავს დაესხა პოლიციის ოფიცერს და ახლა დაპატიმრებულია, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, პეტრ ბისტრონმა. „თუ მართლა გაინტერესებთ სიტყვის თავისუფლება და დაპატიმრებული დამოუკიდებელი ჟურნალისტები, შეხედეთ, თუ რა ხდება ევროკავშირში. მაგალითად, დევიდ ბენდელსი გერმანიაში, რომელიც 7 თვით დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მან გააზიარა მემი, რომელიც დასცინოდა მისი გერმანიის მთავრობის „სიძულვილს“ სიტყვის თავისუფლების მიმართ. […]
„ირანთან მჭიდრო კავშირების მიუხედავად, რუსეთი თავს იკავებს, როცა ისრაელი თეირანს უტევს. კრემლისთვის პრიორიტეტს უკრაინასთან ომი წარმოადგენს“ – ასეთი სათაური აქვს აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ავტორი, ბერლინელი კორესპონდენტი პოლ სონე განიხილავს და აანალიზებს მოსკოვის დამოკიდებულებას ირან-ისრაელის კონფლიქტის მიმართ. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: ირანმა რუსეთს უკიდურესად აუცილებელი დრონები მიაწოდა უკრაინასთან ომის […]
ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. პრემიერის თქმით, ეს არის ფაქტი და მოცემულობა. „რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები ბოლო პერიოდის განმავლობაში. ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა […]
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაინტერესებული მხარეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს. 2024 წლის პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან 8 თვეა გასული და ამ დრომდე არავის წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების ბრალდებებს არჩევნების თითქოსდა გაყალბების შესახებ. არავის წარმოუდგენია მინიმალურად დამაჯერებელი ფაქტიც კი. თუმცა […]
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულ მიხეილ მესხს უსმენენ, 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის შედეგად ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, მესხის განცხადებით, როდესაც წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს, შესთავაზეს ადვოკატთან დარეკვა, თუმცა, იმის გამო, რომ მას ტელეფონი ჩამორთმეული ჰქონდა, სასამართლო უფლებადამცველის გარეშე ჩატარდა და 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. „თვითონ იზოლატორში […]
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მკაცრი გაფრთხილება გააკეთა. „ღირსეული ჰაიდარის სახელით, ბრძოლა იწყება“, – დაწერა მან. ჰაიდარი შიიტ მუსლიმებში ხშირად გამოიყენება როგორც ალი იბნ აბუ ტალიბის სახელი – ის, ვისაც შიიტები წინასწარმეტყველ მუჰამედის პირველ იმამად და მემკვიდრედ მიიჩნევენ. ხამენეის განცხადება შესაძლოა მიანიშნებდეს დაძაბულობის კიდევ უფრო გამძაფრებაზე რეგიონში და ირანის მზადყოფნაზე უფრო […]
ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური უზრუნველყოფს ვიზების გაგრძელებას ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთა ვიზა ძალაში იყო 2025 წლის 12 ივნისის მდგომარეობით. მომსახურება ავტომატურია და ვიზები გაგრძელდება 2025 წლის 30 სექტემბრამდე. „მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის – PIBA-ს […]
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში მეტი კრიზისის შექმნაა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ მაშინ გააკეთა, როდესაც ოპოზიციის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობის შესახებ საუბრობდა. „ეს არის დღეს რადიკალური ოპოზიციის იმ ნაწილის ამოცანა, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ ფიქრობს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ანუ, იმ შემთხვევაში თუ მონაწილეობას არ მიიღებენ, მიზანი არის, რომ რამენაირად კრიზისული […]
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი არ არსებობს. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკვე იყო საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან, რადგან არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა. „თუ შევეცდებით ობიექტურად გავაანალიზოთ, რა გადაწყვეტილებები შეიძლება იქნას მიღებული, რა თქმა უნდა, […]