1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბათუმში პოლიციის სამი თანამშრომელი დაჭრეს- შსს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ბათუმში პოლიციის სამი თანამშრომელი დაჭრეს-  შსს  მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბათუმში პოლიციის სამი თანამშრომელი დაჭრეს- შსს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

492
0

ბათუმში პოლიციის სამი თანამშრომელი დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში 20 იანვარს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც შსს-ს განცხადებაში აღნიშნული, ბათუმში ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქემ სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა.

„მიმდინარე წლის 20 იანვარს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით.

შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რა დროსაც ფსიქიკურად დაავადებული პირი – 1998 წელს დაბადებული გ.ნ. თან ნაქონი დანით მათ მოულოდნელად თავს დაესხა. გ.ნ.-მ მის განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. დაშავებული პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.