1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ათი წელია, ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული და დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია არ მინახავს”-ირაკლი ღარიბაშვილი
“ათი წელია, ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული და დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია არ მინახავს”-ირაკლი ღარიბაშვილი

“ათი წელია, ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული და დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია არ მინახავს”-ირაკლი ღარიბაშვილი

298
0

ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს ათი წელია, ისევე როგორც „ქართული ოცნება“ ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

 

ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის ერთადერთი ხსნაა, თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიონ.

 

„არ შემიძლია, არ ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, რაიმენაირად შეგვეცვალა რადიკალური ოპოზიციის ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის უტოპია და ყველა ჩვენი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ. ამიტომ, მე ყოველგვარი ემოციებისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ, თქვენ გიპასუხოთ სათითაოდ, რადგან თქვენს დემაგოგიას და სიცრუეს, ცილისწამებასა და ფარისევლობას ჩვენ ვუპირისპირებთ სიმართლეს.

სიმართლე არის ერთი, რომ თქვენგან განსხვავებით, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს. მინდა, დაგისვათ კიდევ ერთი კითხვა, გააცნობიეროთ, ვის ემსახურებით. ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს ათი წელია, ისევე როგორც „ქართული ოცნება“ ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული, რა არის საწინდარი და საძირკველი ჩვენი ქვეყნის განვითარების. ერთადერთი ხსნა გაქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებო, აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი თავმჯდომარედ. დიდი გამოწვევაა, მაგრამ ეს არის თქვენი ხსნა“, – განაცხადა პრემიერმა.