1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კახა კალაძე – სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში დღეს დაცულია, როგორც არასდროს
კახა კალაძე – სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში დღეს დაცულია, როგორც არასდროს

კახა კალაძე – სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში დღეს დაცულია, როგორც არასდროს

0

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი დამოკიდებულება და მოსაზრება სხვადასხვა საკითხზე. შეიძლება აქცია ჩაატარონ, პროტესტი გამოხატონ, დღეს არავინ არაფერზე შეზღუდული არ არის. ქვეყანაში სიტყვის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველო თავისი კანონმდებლობით იცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის ინტერესებს.

„ეს მოწოდებები და თითის ქნევა წარმოუდგენელია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, იგივე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ვინმეს მოგისმენიათ არგუმენტი, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ის დემოკრატიულ პროცესებს და ევროინტეგრაციას? ამასთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ არის. უბრალოდ, მათ ასე უნდათ იმიტომ, რომ დღეს ისინი ვერ ახერხებენ შავი ფულის შემოტანას და ხვრელების ნახვას, როგორც თვითონ საუბრობენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ ეძებენ შავ ხვრელებს საქართველოში „ქეშის” შემოსატანად. რას ხმარდებოდა ეს თანხები? ეს ხმარდებოდა რადიკალური დაჯგუფებების დაფინანსებას, მათ შექმნას, რომ შემდეგ ისინი გამოეყენებინათ სახელმწიფოს წინააღმდეგ რევოლუციების მოწყობაში, სახელმწიფო გადატრიალებებში და ა.შ.

არ გამოვა დღეს ეს. დღეს აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია და ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის ინტერესებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მემორანდუმის იმ ნაწილს, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან აქციებისას ძალადობის ფაქტებს შეეხება, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება და შედეგებს უნდა დაველოდოთ.

„ბევრჯერ გაკეთდა განმარტება, რომ იყო მათ შორის ამოცნობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ დაველოდოთ. არიან კონკრეტული სპეცრაზმელები, რომლებიც გამოძიების შედეგად ამოცნობილია და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე დაწყებულია ამასთან დაკავშირებით. ამიტომ დაველოდოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.