1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

640
0

ვერძი

რაღაც მოვლენას იმაზე მეტ მნიშვნელობას მიანიჭებთ, ვიდრე იმსახურებს – თქვენი ბობოქარი ემოცია მომხდარს კონტრასტულ ფერებში ხედავს. ასეთ დროს თქვენთან ურთიერთობა ძალიან რთულია, თუმცა თუ ემოციების მართვას შეძლებთ, ვარსკვლავები საინტერესო, მოვლენებით მდიდარ დღეს გპირდებათ.

კურო

თუ მოინდომებთ, მნიშვნელოვან ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ! ეს სცენარი რომ განხორციელდეს, ეცადეთ მოვლენების ცენტრში იყოთ. ნუ მოგერიდებათ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა, თუნდაც ყველაზე შეუფერებელ გარემოში.

ტყუპები

ვიღაც საკუთარი მიზნების მისაღწევად თქვენით მანიპულირებას ეცდება. გამორიცხული არაა, რომ რაღაც ღონისძიებაში მონაწილეობა და გარკვეული როლის შესრულება გთხოვონ ან ცრუ ინფორმაცია მოგაწოდონ, რომ ჭორი გაავრცელოთ. ასეა თუ ისე, ვარსკვლავები გირჩევენ, სხვების საქმეებისგან თავი შორს დაიჭიროთ და რაც უფრო შორს, მით უკეთესია.

კირჩხიბი

ამაღლებულ განწყობაზე, იმპულსური მოქმედებებისკენ განწყობილი ხართ. გაფრთხილდით, რათა მოდუნებისა და გართობის სურვილმა არასწორი საქციელისკენ არ გიბიძგოთ და ეცადეთ, საკუთარი საქციელი აკონტროლოთ.

ლომი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს შურიანობას შეეჯახოთ. თუ გსურთ, რომ დღემ მშვიდად ჩაიაროს, ეცადეთ საკუთარი მიღწევების შესახებ ნაკლები ისაუბროთ, რომ შემთხვევით ვინმეს შურიანი მზერა არ მიიპყროთ.

ქალწული

ამ დღეს თქვენს ნებისმიერ მოქმედებას ჯანსაღი აზარტი განსაზღვრავს. თქვენი პირველობისა და საქმის სხვებზე უკეთ კეთების სურვილში გამოიხატება. ეს განწყობა მთელი დღის მანძილზე არ გტოვებთ და პირველობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

შესაძლოა, ჩიხურ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ ან ნამდვილ საიდუმლოს შეეჯახოთ. მისი ამოხსნა ლოგიკის დახმარებით გაგიჭირდებათ – სავარაუდოდ, სწორი დასკვნების გამოსატანად ფაქტები არ გეყოფათ. სამაგიეროდ, მახვილი ინტუიცია და გამჭრიახი გონება ნებისმიერ კარს გააღებს.

მორიელი

ამ დღეს ყველაზე მეტად ახალი განცდები და შთაბეჭდილებები გჭირდებათ. სულ ერთია, ეს ექსტრემალური სპორტი იქნება, ახალი ცოდნა თუ სიყვარული. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, ეცადეთ, მთელი დღე მასთან ერთად გაატაროთ, თუ მარტო ხართ – ცოტა სითამამე გამოიჩინოთ და საინტერესო ადამიანი გაიცნოთ.

მშვილდოსანი

ბოლო დროს ყველაფერი ყურადღებას გიფანტავთ: ადამიანები, მოვლენები, საკუთარი აკვიატებული აზრები. დაწყებული საქმეების დასრულებასაც ვერ ახერხებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მცირე ტაიმ-აუტი აიღოთ და დაისვენოთ. საქმეები ცოტა ხნით დაიცდის.

თხის რქა

ჰოროსკოპის ვარსკვლავები მთლიანად თხის რქის მხარეს არიან, ამიტომ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ. შესაძლოა, სასიხარულო ამბავი გაიგოთ ან დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ. თუ გეგმის განხორციელებას აპირებთ, რომელსაც ცოტაოდენი იღბალიც სჭირდება, უკეთეს დღეს ვერ იპოვით.

მერწყული

ამ დღეს მერწყულის გაბრაზება ნებისმიერ ადამიანს ან მოვლენას შეუძლია. თუ არ გსურთ, რომ თქვენი რისხვა ვინმეს უსამართლოდ თავს დაატყდეს, გირჩევთ, დღეს ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ.

თევზები

ამ დღეს ისეთი „რკინის არგუმენტებით“ მოქმედებთ, როგორიცაა “ასე მინდა” ან “არ მინდა”. ზოგიერთი საკუთარი გადაწყვეტილების ახსნა თავადაც გიჭირთ. წამიერი ემოციების გამო საბედისწერო შეცდომა რომ არ დაუშვათ, გირჩევთ მეგობრებისა და ახლობლების გაფრთხილებებს დაუჯეროთ. გახსოვდეთ, რომ „გარედან“ ყველაფერი უკეთ ჩანს.