1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

239
0

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ მათ მიერ იდენტიფიცირებული იყო 100-ზე მეტი დრონი, რომელიც ირანიდან ისრაელის მიმართულებით მიემართებოდნენ.

ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა. ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში და საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს.