1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არსად გამიგია არც ერთი მოთხოვნა – ჩაერთეთ ომში”- სალომე ზურაბიშვილი
“არსად გამიგია არც ერთი მოთხოვნა – ჩაერთეთ ომში”- სალომე ზურაბიშვილი

“არსად გამიგია არც ერთი მოთხოვნა – ჩაერთეთ ომში”- სალომე ზურაბიშვილი

352
0

თუ ვინმე იყო ჩასული და ევროპელებს შეხვდა მაღალ დონეზე, მე ვარ, თუ ვინმე იყო ჩასული აშშ-ში და შეხვდა მაღალ დონეზე, მე ვარ და არსად გამიგია არც ერთი მოთხოვნა – ჩაერთეთ ომში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ომის თემა არის სრულიად მოგონილი და ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას.

„მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში და ვის ხვდებიან. მმართველი გუნდისგან აქტიური სამუშაო არ მინახავს ევროპარლამენტთან და არც ცალ-ცალკე. სხვადასხვა დედაქალაქში არ მსმენია ომში ჩართვის შესახებ. ასე რომ, არ ვიცი, საიდან გაიგეს ეს. თუ ვინმე იყო ჩასული და ევროპელებს შეხვდა მაღალ დონეზე, მე ვარ, თუ ვინმე იყო ჩასული აშშ-ში და შეხვდა მაღალ დონეზე, მაქსიმალურად, რაც შესაძლებელი გახდა, მე ვარ და არსად გამიგია არც ერთი მოთხოვნა – ჩაერთეთ ომში. ეს არის სრულიად მოგონილი და სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას. ეს სხვაგან არ გამიგია, აშშ-ში და ევროპაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.