1. Home
  2. TOP სიახლე
  3. არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე – დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე
არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე – დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე

არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე – დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე

422
0

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და  ადასტურებს, რომ მას  21 მარტს მართლაც შეხვდა .

ელჩის განცხადებით, შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

მისი თქმით,  შეხვედრებზე არასდროს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება  ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას

“როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერად. მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები- არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ”,- განაცხადა კელი დეგნანმა სააგენტო”ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, სახაზინო დეპარტამენტის ვებ-საიტზე არის საძიებო სია, შესაძლებელია გადამოწმება,  ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს. 

“როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ჩვენ მათ საჯაროდ ვაცხადებთ. სახაზინო დეპარტამენტის ვებ-საიტზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს. შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ბ-ნმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც სხვა საკითხებთან, ერთად საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა: „შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა, ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.