1. Home
  2. სიახლეები
  3. მსოფლიო
  4. “ჩრდილოეთ კორეა სრულ მზადყოფნაშია შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირებისთვის” – კიმ ჩენ ინი
“ჩრდილოეთ კორეა სრულ მზადყოფნაშია შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირებისთვის” – კიმ ჩენ ინი

“ჩრდილოეთ კორეა სრულ მზადყოფნაშია შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირებისთვის” – კიმ ჩენ ინი

466
0

ჩრილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ფხენიანი სრულ მზადყოფნაშია შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტისთვის. აღნიშნულის შესახებ იუწყება სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap, ჩრდილოეთ კორეის მედიაზე დაყრდნობით.

“კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩრდილოეთ კორეა სრულ მზადყოფნაშია შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირებისთვის”, – თქვა კიმ ჩენ ინმა 1950-1953 წლების ომის საზავო ხელშეკრულების გაფორმების 69-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძებაზე.

მან ასევე გააფრთხილა სამხრეთ კორეა, რომ თუ მისი სამხედროები ეცდებიან დარტყმა მიაყენონ ჩრდილოეთ კორეას, ფხენიანი მათ გაანადგურებს.

“თუ სამხრეთ კორეის რეჟიმი და სამხედრო ავაზაკები ფიქრობენ ჩვენზე სამხედრო თავდასხმას და თვლიან, რომ მათ შეუძლიათ გაანეიტრალონ ან გაანადგურონ ჩვენი სამხედრო ძალები, ისინი ცდებიან“, – თქვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.

ჩრდილოეთ კორეა 27 ივლისს აღნიშნავს საზავო ხელშეკრულების გაფორმებას, რომლითაც კორეის ნახევარკუნძულზე 1950-1953 წლების ომი დასრულდა.