1. Home
  2. TOP სიახლე
  3. არ ვიცი დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებს -ანჯეი დუდა
არ ვიცი დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებს -ანჯეი დუდა

არ ვიცი დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებს -ანჯეი დუდა

130
0

არ ვიცი დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

„დღეს რუსეთი უკრაინაში გამარჯვებას ცდილობს. მე ამას ასე ვიტყვი: თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს შეინარჩუნებს, მაშინ ეს რუსეთის გამარჯვება იქნება და მაშინ რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის ალბათობა ძალიან დიდი იქნება. არ ვიცი, დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ ის დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებს“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

ანჯეი დუდას სიტყვებს პოლონეთში უკრაინის ელჩი, ვასილი ზვარიჩი გამოეხმაურა.

„ყირიმი არის უკრაინა: ეს ასეა და ასე იქნება! საერთაშორისო სამართალი საფუძველს წარმოადგენს. რუსეთის მიერ ყირიმის დროებითი ოკუპაცია სამხედრო დანაშაულია, რის გამოც იგი დაისჯება. ყირიმის დეოკუპაცია თავისუფალ სამყაროსთან ერთად ჩვენი საერთო ამოცანა და პასუხისმგებლობაა. ჩვენ ამას ყველანაირი კითხვის გარეშე გავაკეთებთ. ჩვენ გვჯერა და ერთად ვმოქმედებთ“, – აღნიშნა უკრაინის ელჩმა პოლონეთში.