1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1.61K
0

ვერძი

ყოველმხრივ წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება თქვენი ბევრი სურვილი ასრულდეს. შეგიძლიათ გარისკოთ კიდეც – ვარსკვლავები ამბობენ, რომ პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. ამ დღეს მიღწეული გავლენას მთელი თვის სიტუაციაზე გავლენას მოახდენს, ამიტომ თამამად იმოქმედეთ.

კურო

ნუ გადადებთ ხვალამდე საქმეს, რომლის დასრულებაც დღეს შეგიძლიათ. გირჩევთ სიზარმაცის შეტევები დაძლიოთ და საკუთარი მუშაობის შედეგებით დატკბეთ. დროა, პირადი ურთიერთობების მოგვარებაზეც იზრუნოთ – გათავისუფლდით ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ტკივილი მოაქვთ. შესაძლოა ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ.

ტყუპები

პროფესიული განვითარება და ახალი ცოდნის დაუფლება სასურველი შედეგების მიღწევაში და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ამ დღეს ფიზიკურად თუ გონებრივად არ უნდა გადაიღალოთ, თორემ შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ. საღამოს, ახლობელი ადამიანის გარემოცვაში, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. უფრთხილდით მანიპულატორებს – ვიღაც თქვენს გაბრაზებას და კონფლიქტის გამოწვევას ცდილობს.

კირჩხიბი

ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარებას ნუ ეცდებით. სასურველი შედეგის მისაღწევად, დღევანდელი დატვირთვა ორჯერ მაინც უნდა შეამციროთ. მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გელით, რომელსაც უფრო საინტერესო გაგრძელება ექნება. გარშემო მყოფთა კრიტიკისთვის შესაფერისი დრო არაა. თქვენს უწყინარ შენიშვნას შეიძლება ვნებათა კორიანტელი მოჰყვეს, ამიტომ ურთიერთობა შეზღუდეთ და საკუთარ საქმეს მიხედეთ.

ლომი

ამ დღეს კონფლიქტების და დაპირისპირების მოგვარებას მხოლოდ გულწრფელი საუბრით შეძლებთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანებს საკუთარი განცდებისა და გამოცდილების შესახებ უამბოთ და უთანხმოების დასაძლევად კომპრომისი მოძებნოთ. ნუ ეცდებით ადამიანებს საკუთარი შეხედულებები თავს მოახვიოთ. გახსოვდეთ, რომ წარსულის შეცდომები არ უნდა გაიმეოროთ.

ქალწული

შედეგების შეჯამებისა და ჩატარებული სამუშაოს შეფასებისთვის ხელსაყრელი დღეა. თუ დახმარება გჭირდებათ, საყვარელ ადამიანებს უნდა მიმართოთ. ძველი მეგობრების და პროფესიონალების რჩევაც დაგეხმარებათ, ამიტომ ოთხ კედელში არ უნდა ჩაიკეტოთ და სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ.

სასწორი

სავარაუდოდ, დღევანდელი საქმე თქვენს უშუალო ჩართულობას და სწრაფ რეაქციას მოითხოვს და მისი სამომავლოდ გადატანა არ გამოგივათ. ამასთან, თქვენი შრომისმოყვარეობა აუცილებლად დაფასდება და ხელმძღვანელობისგან ფინანსურ სარგებელს მიიღებთ. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობას, რომ უსარგებლო კამათსა და დაპირისპირებაში დრო არ დაკარგოთ.

მორიელი

ამ დღეს დაგეგმილი მნიშვნელოვანი საქმეები ან მოლაპარაკებები შეიძლება ჩაიშალოს ან ისე არ წარიმართოს, როგორც გეგმავდით. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურში გადატვირთვამ შეიძლება ჯანმრთელობასა და იმუნიტეტზე უარყოფითად იმოქმედოს. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს გარშემო მყოფთა პრობლემების მოგვარება, მათთვის რჩევების მიცემა და გამოცდილების გაზიარება დიდ დროს წაგართმევთ. თუ ვინმეს საიდუმლო გაიგეთ, მაშინვე დაივიწყეთ – მისი ცოდნა პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ სახლისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგებაზე იზრუნოთ. მოიცილეთ ძველი და უსარგებლო ნივთები და სიახლეებისთვის მეტი ადგილი დარჩება.

თხის რქა

თუ თავს შეუძლოდ და უხასიათოდ გრძნობთ და გარშემო მყოფებიც გაღიზიანებთ, ეცადეთ მარტო დარჩეთ და მთელი დღე ლოგინში გაატაროთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველი შეცდომები ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ და ცხოვრება გაგირთულოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის ამაღლებაზე. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის ან ვარჯიშისთვისაც მოიცალოთ.

მერწყული

ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, რომელზეც თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. შეთავაზებაზე, როგორი მომხიბვლელი არ უნდა ჩანდეს, პასუხის გაცემა არ იჩქაროთ – კარგად დაფიქრდით და ყველაფერი აწონ-დაწონეთ. სასურველია, რომ მარტოობაში მეტი დრო გაატაროთ.

თევზები

ამ დღეს დღეს ინტუიცია სწორ რჩევას მოგცემთ და ეცადეთ ამით ისარგებლოთ. პრობლემები, რომლებსაც ახლა ებრძვით, თქვენი ძველი შეცდომების შედეგია. იფიქრეთ იმაზე, რა გააკეთეთ არასწორად და ამის გამოსწორება როგორ შეგიძლიათ. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და ნუ მისცემთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს უფლებას, რომ თქვენით