1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ამდენ ავადმყოფთან ერთად როგორ თანავცხოვრობთ?! ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ლიბერალებს უწოდებენ, სინამდვილეში სხვადასხვა მიზეზით გაბოროტებული არსებები არიან!”- ვატო შაქარიშვილი
“ამდენ ავადმყოფთან ერთად როგორ თანავცხოვრობთ?! ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ლიბერალებს უწოდებენ, სინამდვილეში სხვადასხვა მიზეზით გაბოროტებული არსებები არიან!”- ვატო შაქარიშვილი

“ამდენ ავადმყოფთან ერთად როგორ თანავცხოვრობთ?! ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ლიბერალებს უწოდებენ, სინამდვილეში სხვადასხვა მიზეზით გაბოროტებული არსებები არიან!”- ვატო შაქარიშვილი

381
0

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით იმ ადამიანებს ეხმაურება, რომლებიც ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის დაღუპვას სიხარულით შეხვდნენ. შაქარიშვილი ამბობს, რომ ლიბერალის ნიღბის უკან გაბოროტებული ადამიანები იმალებიან.

„ამდენ ავადმყოფთან ერთად როგორ თანავცხოვრობთ?! ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ლიბერალებს უწოდებენ, სინამდვილეში სხვადასხვა მიზეზით გაბოროტებული არსებები არიან! უხარიათ ახალგაზრდა ქალის სიკვდილი და მდაბიო ხუმრობებით ეხმაურებიან ტერორისტულ აქტს! აი, ამ ხალხმა შვა მეგის ქარდავა, ბაჩო ახალაია, ცხრათითა, კილერა და სხვა სადისტები!

აი, ეს ხალხი აცოცხლებს დღემდე ნაც.მოძრაობას, ისევ უნდათ მათ გვერდით ახალგაზრდა ბიჭებს კლავდნენ, ციხეში აუპატიურებდნენ, ოქროყანის სასაფლაოზე აწამებდნენ, ზღვაში ახრჩობდნენ, პატიმრებს მორგში გვამებზე აბამდნენ და თვითონ ამ ყველაფრით სოციალური რევანშის სურვილს იკმაყოფილებდნენ.

აი, ისინი კი, უბრალოდ მეცოდებიან, ვისაც ეშინია ტრენდს არ ჩამორჩეს, ვინმემ ჩამორჩენილი რუსეთუმე არ დაუძახოს და მხოლოდ ამიტომ უერთდებიან საკუთარი უნიჭო ფბ სტატუსებით, ტერაქტზე და ახალგაზრდა ქალის სიკვდილზე აღგზნებული ლიბერალების საერთო ზეიმს,“- წერს ვატო შაქარიშვილი.

ცნობისათვის, ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა. რუსული მედია საშუალებების ცნობით, მამა-შვილი შაბათს საღამოს ღონისძიებიდან შინ ერთი ავტომობილით უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ალექსანდრ დუგინმა ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და სხვა ავტომობილში ჩაჯდა