1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ალბათ საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას – ვიქტორ ორბანი
ალბათ საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას – ვიქტორ ორბანი

ალბათ საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას – ვიქტორ ორბანი

292
0

ალბათ საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ქართველმა ხალხმა მშვიდობისა და ევროპული არჩევანი გააკეთა. მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. მე წავიკითხე თქვენი კონსტიტუცია, გავეცანი და თქვენი კონსტიტუცია ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ ყველა მთავრობამ უნდა იმუშაოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამიტომ, ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, სასაცილოა“, – აღნიშნა ორბანმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.