1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თუ იქნება წინადადებები ჩვენი ქართველი მეზობლებისგან კონტაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, განვიხილავთ – ლავროვი
თუ იქნება წინადადებები ჩვენი ქართველი მეზობლებისგან კონტაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, განვიხილავთ – ლავროვი

თუ იქნება წინადადებები ჩვენი ქართველი მეზობლებისგან კონტაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, განვიხილავთ – ლავროვი

555
0

რუსული მხარე მზადაა განიხილოს შესაძლო წინადადებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტების გაფართოებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ ახლა არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რადგან საქართველოს წინა ხელმძღვანელობამ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ და ქართულ მხარეს გვაქვს წარმომადგენლობები ერთმანეთის ტერიტორიაზე შვეიცარიის საელჩოში ინტერესების განყოფილების სახით“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსი დიპლომატები, რა თქმა უნდა, განიხილავენ წარმოშობილ საკითხებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„თუ იქნება რაიმე დამატებითი წინადადებები ჩვენი ქართველი მეზობლებისგან კონტაქტებთან დაკავშირებით, ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ, კონტაქტებს არასდროს გავქცევივართ“, – განაცხადა ლავროვმა.