1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინის შს მინისტრი და მისი მოადგილე ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ
უკრაინის შს მინისტრი და მისი მოადგილე ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ

უკრაინის შს მინისტრი და მისი მოადგილე ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ

175
0

ვერტმფრენი, რომელიც კიევის ოლქში, ბროვარიში ჩამოვარდა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ეკუთვნოდა. როგორც “უნიანი” წერს, ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა შს მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი ლუბკოვიჩი.

ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია სულ 16 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია. დაღუპულთაგან 9 ადამიანი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. 

შემთხვევის შედეგად დაშავებული 22 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 10 ბავშია. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, ვერტმფრენი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.