1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის საშუალებას აღარ მისცემს
ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის საშუალებას აღარ მისცემს

ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის საშუალებას აღარ მისცემს

150
0

ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის საშუალებას აღარ მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ყახაზეთის მთავრობა შეწყვეტს პრაქტიკას, რომელიც რუსეთის და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა წევრი ქვეყნების მოქალაქეებს დე ფაქტო აძლევდა საშუალებას, ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენილიყვნენ.

ამისთვის მათ ყაზახეთში სამი თვის განმავლობაში ყოფნის შემდეგ ქვეყნის ტერიტორია უნდა დატოვონ, შემდეგ კი ხელახლა მიიღონ ქვეყანაში კიდევ 90 დღით დარჩენის უფლება.

როგორც ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რეფორმის მიხედვით, ხელისუფლება მიგრაციულ ნაკადებს უფრო მკაცრად გააკონტროლებს.

ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე ყაზახეთში რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომისა და კრემლის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ჩავიდა.