1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ზელენსკი საქართველოს მადლობას უხდის: ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა ურთიერთობების ქვაკუთხედია
ზელენსკი საქართველოს მადლობას უხდის: ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა ურთიერთობების ქვაკუთხედია

ზელენსკი საქართველოს მადლობას უხდის: ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა ურთიერთობების ქვაკუთხედია

0

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და მის ხელმძღვანელობას უკრაინის დამოუკიდებლობის დღის 35-ე წლისთავის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

ზელენსკის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის ურთიერთობების ქვაკუთხედად რჩება.

“მადლიერი ვარ საქართველოსა და მისი ხელმძღვანელობის უკრაინის დამოუკიდებლობის დღის 35-ე წლისთავისადმი მილოცვისთვის. საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ქვაკუთხედად რჩება”- განცხადება ზელენსკიმ თავის ოფიციალურ X-ანგარიშზე გაავრცელა.

წყარო: Volodymyr Zelenskyy